„ვარსკვლავური გზისა“ და X men-ის ლეგენდარული მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლისა გარდაიცვალა
„ვარსკვლავური გზისა“ და X men-ის ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, იგი ბოლო დროს ალცჰაიმერის დაავადებასა და დემენციას ებრძოდა.

ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო სერიალ „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა“ და ფილმების სერიის, X men-ის მეშვეობით, 86 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
მედიის ცნობით, პატრიკ სტიუარტი ბოლო დროს ალცჰაიმერის დაავადებასა და დემენციას ებრძოდა.
„მას ოჯახის წევრები და მეგობრები ედგნენ გვერდით. მის გარშემო ისმოდა ცოცხალი მუსიკა, ლოცვა, იყო ცრემლები, სიცილი და ის ღრმა ემოციები, რომელთა გამოწვევაც მხოლოდ მას შეეძლო, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენდამი გამოჩენილი ერთგულების წყალობით“, - ნათქვამია მსახიობის წარმომადგენლის კელი ბუშ ნოვაკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსახიობის კარიერა, რომელიც გამორჩეული სცენური ოსტატობითა და ხმით იყო ცნობილი, ექვს ათეულ წელს მოიცავდა და თეატრს, კინოსა და ტელევიზიას აერთიანებდა.
პატრიკ სტიუარტი 1940 წლის 13 ივლისს ინგლისის ქალაქ მირფილდში დაიბადა. თეატრისადმი ინტერესი მას ადრეულ ასაკში გაუჩნდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი მისმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ითამაშა.
სტიუარტი კოსმოსური ხომალდის კაპიტანს შვიდი სეზონის განმავლობაში, 1987-დან 1994 წლამდე განასახიერებდა.
2000 წელს მსახიობი ფილმების სერიაში X men პროფესორ ჩარლზ ქსავიეს, იგივე პროფესორ X-ის როლზე დაამტკიცეს. მომდევნო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მან ეს პერსონაჟი რვა ფილმში განასახიერა.
1996 წელს პატრიკ სტიუარტს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა: „ვარსკვლავური გზისა“ და „იქს-ადამიანების“ მსახიობი ალცჰაიმერისა და დემენციის დიაგნოზით მიმდინარე „მტკივნეული გზის“ შემდეგ გარდაიცვალა
86 წლისა გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი პატრიკ სტიუარტი
პატრიკ სტიუარტის გარდაცვალების შემდეგ, „იქს-ადამიანების“ ვარსკვლავს კოლეგები ჰიუ ჯეკმანი და უილიამ შეტნერი იხსენებენ
პატრიკ სტიუარტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა: კრისტოფერ სტივენსი იორკშირელ „ვარსკვლავური გზის“ კაპიტანზე, რომელმაც ჰოლივუდი „ვარპ“ სიჩქარით დაიპყრო
პატრიკ სტიუარტის პირადი ცხოვრება: ვარსკვლავის „სინანული“ შვილებთან გაუცხოების გამო და 13-წლიანი ქორწინება მესამე მეუღლესთან, სანი ოზელთან
მსოფლიო კინოს ლეგენდა, პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
ციტატები სტატიიდან
„მას ოჯახის წევრები და მეგობრები ედგნენ გვერდით. მის გარშემო ისმოდა ცოცხალი მუსიკა, ლოცვა, იყო ცრემლები, სიცილი და ის ღრმა ემოციები, რომელთა გამოწვევაც მხოლოდ მას შეეძლო, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენდამი გამოჩენილი ერთგულების წყალობით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…