პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

19 წელია, ნოემბრის პირველი კვირა „იმედელებისთვის“ და ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის არის უმძიმესი. 7 ნოემბერი არის სააკაშვილის ხელისუფლების სახე! ის, რაც 19 წლის წინ მათ გაბედეს, არის დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ტელეიმედინაციონალური მოძრაობა

ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი ჩიხლაძე 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების უხანდაზმულო დანაშაულს უწოდებს და აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკაში ყოფნის უფლება აღარ უნდა ჰქონდეს.

19 წელია, ნოემბრის პირველი კვირა „იმედელებისთვის“ და ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის არის უმძიმესი. 7 ნოემბერი არის სააკაშვილის ხელისუფლების სახე! ის, რაც 19 წლის წინ მათ გაბედეს, არის დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
იმედინიუსი

7 ნოემბერი არის სააკაშვილის ხელისუფლების სახე! ის, რაც 19 წლის წინ მათ გაბედეს, არის დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ.

მან 19 წლის წინ სპეცრაზმის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მომხდარი სხვა მძიმე ფაქტები გაიხსენა.

„19 წელია, ნოემბრის პირველი კვირა „იმედელებისთვის“ და ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის არის უმძიმესი... გუშინ ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღე იყო. კაცის, რომელმაც საქართველოს დაუტოვა „იმედი“, იმედი უკეთესი ხვალინდელი დღის; იმედი, რომელიც არასოდეს კვდება; „იმედი“, რომლის განადგურება და სამაგალითო დასჯა განიზრახა სააკაშვილის ხელისუფლებამ და სწორედ „იმედი“ გახდა ის ციხე-სიმაგრე, რომელმაც დაიწყო რეჟიმის გაშიშვლება!

7 ნოემბერი არის სააკაშვილის ხელისუფლების სახე! ის, რაც 19 წლის წინ მათ გაბედეს, არის დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ამ მასშტაბის ძალადობას ვერანაირი ფსევდო რეფორმები ვერ გადაფარავს, ვერც ფასადური მშენებლობებით და ვერც საერთაშორისო მხარდაჭერით ვერ მოიხვეჭ დიდებას. „დემოკრატიის შუქურად“ მოხსენიება ვერ აქცევს ხელისუფალს სახალხო მმართველად. ყალბი ეპითეტებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ამკობდნენ, რომ გარე ძალების უსიტყვო მორჩილებით მართავდა სახელმწიფოს, ფეხქვეშ თელავდა სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ინტერესებს.

იცით, სად დავუშვით შეცდომა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა და შემდეგ რატომ გაბედა სისხლიანმა რეჟიმმა ამდენი? პოლიტიკურ მოუსავლეთში 2004 წელსვე რომ უნდა გაგვეშვა, ამაში ახლა ყველა დავრწმუნდებით - მაშინ, როცა ეკლესია სატვირთო ავტომობილებით დაანგრიეს, ან მაშინ, როცა ბიზნესის რეკეტი დაიწყო და ხალხს საჩვენებლად ატერორებდნენ; როცა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ჩამდენი ხელისუფლება ვერ შევაჩერეთ და შემდეგ გაბედა მოეკლა სანდრო გირგვლიანი.

„ნაცმოძრაობა“ სულ ტყუილად ცდილობს ისტორიის გადაწერას. იმის ნაცვლად, რომ მოინანიოს, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს, რაც საკუთარ ხალხსა და ქვეყანას დამართა, დღემდე იმავეს გამეორებით იმუქრება. ისევ ცდილობს, როგორმე ძალაუფლება დაიბრუნოს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და რუკიდან წაშალოს საქართველო.

2007 წლის 7 ნოემბრამდე და 7 ნოემბრის შემდეგ გარე პატრონები ავტორიტარ სააკაშვილს დემოკრატიული გარდაქმნების მაგალითად აცნობდნენ მსოფლიოს და არავის გასჩენია კითხვა, ეს „დიდი რეფორმატორი“ რატომ ახრჩობდა სისხლში ადამიანებს, რომლებიც მის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ალბათ, კითხვა კი უჩნდებოდათ, მაგრამ სააკაშვილი სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდა მათთვის, ვიდრე რიგითი ქართველის უფლებები და სიცოცხლე იყო.

სააკაშვილმა თავისი მმართველობით უღალატა ქვეყნის ინტერესებს, ჯარს, ეკლესიას, პატრიარქს. უღალატა მშვიდობას - ჩარეცხილებად შერაცხა ყველა, ვინც აქამდე მოიტანა საქართველო. რეჟიმმა ვერ აიტანა თავისუფალი სიტყვა, რეჟიმმა ვერ აიტანა განსხვავებული ხედვა, რეჟიმმა ვერ აიტანა მხილების ქრონიკა და გასცა საბედისწერო ბრძანება - სპეცრაზმს დაერბია ტელეკომპანია „იმედი“, შემოჭრილიყო შენობაში და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე გავლენიანი მაუწყებელი ძალის გამოყენებით ჩაეხშო.

ყველაზე მძიმე იცით, რა არის? არა მხოლოდ ის, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, არამედ ის, დღემდე როგორ ცდილობს მომხდარის გამართლებას დანაშაულებრივი ძალა. დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ რევოლუციურ რეფორმებზე, აღმშენებლობაზე, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ეს ყველაფერი ფასადური იყო. მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო, განა რად ღირს ერთი ქუჩის ან სახლის რეაბილიტაცია, თუ ამ ქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეს საკუთარი აზრის გამოხატვისთვის კლავ და შემდეგ ცხედარს ჯიხურის თავზე ტოვებ? რად ღირს დემოკრატიაზე საუბარი, თუ კრიტიკული ტელევიზიის არსებობა შენთვის მიუღებელია? და საერთოდ, რა უფლება აქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ილაპარაკოს საქართველოს წარსულზე, აწმყოზე ან მომავალზე ისე, თითქოს 7 ნოემბერი არასოდეს მომხდარა, გირგვლიანი არ მოუკლავს, მოლაშვილი არ უწამებია, პოლიტიკური ოპონენტები არ დაუსახიჩრებია, პატიმრები არ გაუუპატიურებია, ირინა ენუქიძე არ გაუმწარებია, შავაძის ოჯახისთვის სიჩუმის სანაცვლოდ ფული არ შეუთავაზებია.

ინდულგენციად ევროპელი ლობისტების და გარე პატრონების გამოყენების მცდელობა სრული უგუნურებაა - ქართულ „ნიურნბერგის პროცესს“ ვერაფერი შეაჩერებს, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა!

არ შეიძლება, ევრობიუროკრატიას ამოეფარო და ისე გააგრძელო შენი ქვეყნის მოქალაქეების დამცირება, ქართველი ხალხი არავის აპატიებს მტრის მსახურებას და საერთოდ, არ აქვს მნიშვნელობა მტერი დასავლეთშია, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში თუ სამხრეთში - მტერი მტერია და მოღალატე - მოღალატე. სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე მძიმე პოლიტიკური განაჩენი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ 2007 წლის ნოემბერში ძალა გამოიყენა. მისი მარცხი იყო ის, რომ ვერ გაიგო მთავარი: სახელმწიფო არ არის პარტია, ხალხი კი ხელისუფლების საკუთრება! 7 ნოემბრის პასუხისმგებლობას ვერც ის და ვერც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გაექცევა. მიხეილ სააკაშვილს და მის მრავალწახნაგოვან კოლექტივს ვერასოდეს ექნება უფლება არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნების, ზოგადად, პოლიტიკაში ყოფნის! 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, დახვრეტილი ახალგაზრდები, ქუჩაში ჩაცხრილული თაობა, სახელმწიფოს ღალატი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია, „დიფ სთეითის“ მორჩილება და დასავლეთის მარიონეტობა შენი ქვეყნის წინააღმდეგ - ეს არის განაჩენი, რომ „ნაცმოძრაობამ“ ვეღარ შეძლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თუნდაც, ერთი ნაბიჯის გადადგმა. ვინც დღემდე ცდილობს, 7 ნოემბრის რიგით პოლიტიკურ ეპიზოდად წარმოჩენას და უბრალო გადაცდომად შეფასებას, მან უნდა იცოდეს, ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია, მაგრამ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა - სამუდამო!

არსებობს გენიალური გამოთქმა - „სამართალი ურმით დადის“. დიახ, სამართლის აღსრულების და სამართლიანობის აღდგენის დროა. ამდენი ხანია, ველოდებით ამ დღეს - „იმედის“, პატარკაციშვილის, გირგვლიანის, შავაძის, თეთრაძის, მოლაშვილის და ასობით რეპრესირებული, ნაწამები პატიმრების და ცხოვრებაწართმეული ქართველის სახელით!“, - განაცხადა ირაკლი ჩიხლაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„19 წელია, ნოემბრის პირველი კვირა „იმედელებისთვის“ და ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის არის უმძიმესი... გუშინ ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღე იყო. კაცის, რომელმაც საქართველოს დაუტოვა „იმედი“, იმედი უკეთესი ხვალინდელი დღის; იმედი, რომელიც არასოდეს კვდება; „იმედი“, რომლის განადგურება და სამაგალითო დასჯა განიზრახა სააკაშვილის ხელისუფლებამ და სწორედ „იმედი“ გახდა ის ციხე-სიმაგრე, რომელმაც დაიწყო რეჟიმის გაშიშვლება! 7 ნოემბერი არის სააკაშვილის ხელისუფლების სახე! ის, რაც 19 წლის წინ მათ გაბედეს, არის დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ამ მასშტაბის ძალადობას ვერანაირი ფსევდო რეფორმები ვერ გადაფარავს, ვერც ფასადური მშენებლობებით და ვერც საერთაშორისო მხარდაჭერით ვერ მოიხვეჭ დიდებას. „დემოკრატიის შუქურად“ მოხსენიება ვერ აქცევს ხელისუფალს სახალხო მმართველად. ყალბი ეპითეტებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ამკობდნენ, რომ გარე ძალების უსიტყვო მორჩილებით მართავდა სახელმწიფოს, ფეხქვეშ თელავდა სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ინტერესებს. იცით, სად დავუშვით შეცდომა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა და შემდეგ რატომ გაბედა სისხლიანმა რეჟიმმა ამდენი? პოლიტიკურ მოუსავლეთში 2004 წელსვე რომ უნდა გაგვეშვა, ამაში ახლა ყველა დავრწმუნდებით - მაშინ, როცა ეკლესია სატვირთო ავტომობილებით დაანგრიეს, ან მაშინ, როცა ბიზნესის რეკეტი დაიწყო და ხალხს საჩვენებლად ატერორებდნენ; როცა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ჩამდენი ხელისუფლება ვერ შევაჩერეთ და შემდეგ გაბედა მოეკლა სანდრო გირგვლიანი. „ნაცმოძრაობა“ სულ ტყუილად ცდილობს ისტორიის გადაწერას. იმის ნაცვლად, რომ მოინანიოს, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს, რაც საკუთარ ხალხსა და ქვეყანას დამართა, დღემდე იმავეს გამეორებით იმუქრება. ისევ ცდილობს, როგორმე ძალაუფლება დაიბრუნოს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და რუკიდან წაშალოს საქართველო. 2007 წლის 7 ნოემბრამდე და 7 ნოემბრის შემდეგ გარე პატრონები ავტორიტარ სააკაშვილს დემოკრატიული გარდაქმნების მაგალითად აცნობდნენ მსოფლიოს და არავის გასჩენია კითხვა, ეს „დიდი რეფორმატორი“ რატომ ახრჩობდა სისხლში ადამიანებს, რომლებიც მის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. ალბათ, კითხვა კი უჩნდებოდათ, მაგრამ სააკაშვილი სხვა უფრო მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდა მათთვის, ვიდრე რიგითი ქართველის უფლებები და სიცოცხლე იყო. სააკაშვილმა თავისი მმართველობით უღალატა ქვეყნის ინტერესებს, ჯარს, ეკლესიას, პატრიარქს. უღალატა მშვიდობას - ჩარეცხილებად შერაცხა ყველა, ვინც აქამდე მოიტანა საქართველო. რეჟიმმა ვერ აიტანა თავისუფალი სიტყვა, რეჟიმმა ვერ აიტანა განსხვავებული ხედვა, რეჟიმმა ვერ აიტანა მხილების ქრონიკა და გასცა საბედისწერო ბრძანება - სპეცრაზმს დაერბია ტელეკომპანია „იმედი“, შემოჭრილიყო შენობაში და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე გავლენიანი მაუწყებელი ძალის გამოყენებით ჩაეხშო. ყველაზე მძიმე იცით, რა არის? არა მხოლოდ ის, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა, არამედ ის, დღემდე როგორ ცდილობს მომხდარის გამართლებას დანაშაულებრივი ძალა. დღესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობენ რევოლუციურ რეფორმებზე, აღმშენებლობაზე, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ეს ყველაფერი ფასადური იყო. მაგრამ, ასეც რომ ყოფილიყო, განა რად ღირს ერთი ქუჩის ან სახლის რეაბილიტაცია, თუ ამ ქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეს საკუთარი აზრის გამოხატვისთვის კლავ და შემდეგ ცხედარს ჯიხურის თავზე ტოვებ? რად ღირს დემოკრატიაზე საუბარი, თუ კრიტიკული ტელევიზიის არსებობა შენთვის მიუღებელია? და საერთოდ, რა უფლება აქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ილაპარაკოს საქართველოს წარსულზე, აწმყოზე ან მომავალზე ისე, თითქოს 7 ნოემბერი არასოდეს მომხდარა, გირგვლიანი არ მოუკლავს, მოლაშვილი არ უწამებია, პოლიტიკური ოპონენტები არ დაუსახიჩრებია, პატიმრები არ გაუუპატიურებია, ირინა ენუქიძე არ გაუმწარებია, შავაძის ოჯახისთვის სიჩუმის სანაცვლოდ ფული არ შეუთავაზებია. ინდულგენციად ევროპელი ლობისტების და გარე პატრონების გამოყენების მცდელობა სრული უგუნურებაა - ქართულ „ნიურნბერგის პროცესს“ ვერაფერი შეაჩერებს, ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა! არ შეიძლება, ევრობიუროკრატიას ამოეფარო და ისე გააგრძელო შენი ქვეყნის მოქალაქეების დამცირება, ქართველი ხალხი არავის აპატიებს მტრის მსახურებას და საერთოდ, არ აქვს მნიშვნელობა მტერი დასავლეთშია, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში თუ სამხრეთში - მტერი მტერია და მოღალატე - მოღალატე. სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე მძიმე პოლიტიკური განაჩენი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ 2007 წლის ნოემბერში ძალა გამოიყენა. მისი მარცხი იყო ის, რომ ვერ გაიგო მთავარი: სახელმწიფო არ არის პარტია, ხალხი კი ხელისუფლების საკუთრება! 7 ნოემბრის პასუხისმგებლობას ვერც ის და ვერც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გაექცევა. მიხეილ სააკაშვილს და მის მრავალწახნაგოვან კოლექტივს ვერასოდეს ექნება უფლება არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნების, ზოგადად, პოლიტიკაში ყოფნის! 7 ნოემბერი, აგვისტოს ომი, დახვრეტილი ახალგაზრდები, ქუჩაში ჩაცხრილული თაობა, სახელმწიფოს ღალატი, დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია, „დიფ სთეითის“ მორჩილება და დასავლეთის მარიონეტობა შენი ქვეყნის წინააღმდეგ - ეს არის განაჩენი, რომ „ნაცმოძრაობამ“ ვეღარ შეძლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში თუნდაც, ერთი ნაბიჯის გადადგმა. ვინც დღემდე ცდილობს, 7 ნოემბრის რიგით პოლიტიკურ ეპიზოდად წარმოჩენას და უბრალო გადაცდომად შეფასებას, მან უნდა იცოდეს, ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია, მაგრამ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა - სამუდამო! არსებობს გენიალური გამოთქმა - „სამართალი ურმით დადის“. დიახ, სამართლის აღსრულების და სამართლიანობის აღდგენის დროა. ამდენი ხანია, ველოდებით ამ დღეს - „იმედის“, პატარკაციშვილის, გირგვლიანის, შავაძის, თეთრაძის, მოლაშვილის და ასობით რეპრესირებული, ნაწამები პატიმრების და ცხოვრებაწართმეული ქართველის სახელით!“
ირაკლი ჩიხლაძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი: ეს იყო სისხლიანი რეჟიმის ხელწერა: 7 ნოემბრით დაიწყო, მერე იყო "იმედში" შეჭრა და ტელეკომპანიის კანონიერი მფლობელისთვის ჩამორთმევა, განსხვავებული აზრის დევნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები