სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, სამეგრელოში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს, რომელსაც მკვლელობის მცდელობისთვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. გამოძიების ფარგლებში დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ბრალდებულის ოთხი ნათესავიც.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამისნიტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.
ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.
გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს
პოლიციამ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა, რომელმაც ზუგდიდში მამა-შვილი დაჭრა - დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, 4 ადამიანია დაკავებული
ციტატები სტატიიდან
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ. გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…