არჩილ გორდულაძე – ბადრი ჯაფარიძე ცდილობს, გაამართლოს ალეკო ელისაშვილი და მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში მყოფი პირის დანაშაული არ არის პარტიის აკრძალვის არგუმენტი
არჩილ გორდულაძის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძე ალეკო ელისაშვილის ქმედებების გამართლებას ცდილობს და მიანიშნებს, რომ პარტიის საარჩევნო სიაში მყოფი პირის დანაშაული პარტიის აკრძალვის არგუმენტი არ არის.

დღეს ლელო იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბათუში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძე ცდილობს გაამართლოს ალეკო ელისაშვილის ჩადენილი ტერორისტული აქტი.
ბადრი ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ცდილობს გაამართლოს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი და მიანიშნებს, რომ „პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში შემავალი ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა“ არ არის პარტიის აკრძალვის არგუმენტი და მტკიცებულება. ბადრი ჯაფარიძე კვლავ ცდილობს ამ დანაშაულის გამართლებას. მას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ალეკო ელისაშვილის დანაშაულებრივ ქმედებასა და პარტია ლელოს ქმედებას შორის არსებობს შემდეგი კავშირი: პარტია ლელოს წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმის შედეგი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეაფასეს როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და
„პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალეკო ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს.
ტყუილია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით თითქოს დაირღვა საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ვალდებულებები. სინამდვილეში, ბატონმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა შემდეგი: „ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.“
დღეს ლელო იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს.
დღეს ლელომ მხოლოდ ერთი სიმართლე თქვა: ლელომ თავის გასამართლებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოიყვანა და განაცხადა, რომ მის რეპუტაციას ახსნა არ სჭირდება. ამაში კი ნამდვილად ვეთანხმებით. უცხო ქვეყანაში გამჭვირვალობას გაქცეული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას ქართული საზოგადოებისთვის მართლაც არ სჭირდება ახსნა და განმარტება“, – განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაარჩილ გორდულაძე: "ლელო" იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
არჩილ გორდულაძე: „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ, როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
არჩილ გორდულაძე - „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…