არჩილ გორდულაძე - „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
არჩილ გორდულაძე ბადრი ჯაფარიძეს ალეკო ელისაშვილის ქმედების გამართლების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ლელო“ ელისაშვილთან კავშირს უარყოფს, მაშინ როცა ის 2024 წლის საარჩევნო სიაში ჰყავდათ შეყვანილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „კიდევ ერთხელ ცდილობს, გაამართლოს ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი“ და მიანიშნებს, რომ „პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში შემავალი ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენა“ არ არის პარტიის აკრძალვის არგუმენტი და მტკიცებულება.
გორდულაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის დანაშაულებრივ ქმედებასა და პარტია „ლელოს“ ქმედებას შორის არსებობს შემდეგი კავშირი:
„პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმის შედეგი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეაფასეს როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალეკო ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს.
დღეს „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაშიც ჩაწერეს. დღეს „ლელომ“ მხოლოდ ერთი სიმართლე თქვა: „ლელომ“ თავის გასამართლებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოიყვანა და განაცხადა, რომ მის რეპუტაციას ახსნა არ სჭირდება. ამაში კი ნამდვილად ვეთანხმებით. უცხო ქვეყანაში გამჭვირვალობას გაქცეული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას ქართული საზოგადოებისთვის მართლაც არ სჭირდება ახსნა და განმარტება“,- განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაარჩილ გორდულაძე – ბადრი ჯაფარიძე ცდილობს, გაამართლოს ალეკო ელისაშვილი და მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სიაში მყოფი პირის დანაშაული არ არის პარტიის აკრძალვის არგუმენტი
არჩილ გორდულაძე: "ლელო" იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
არჩილ გორდულაძე: „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ, როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაში ჩაწერეს
ციტატები სტატიიდან
„პარტია „ლელოს“ წარმომადგენლებმა ალეკო ელისაშვილის შესახებ სისხლის სამართლის საქმის შედეგი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეაფასეს როგორც „გამოგონილი ბრალი“, „განუკითხაობა“ „შურისძიება“ და „პოლიტიკური ანგარიშსწორება“, ხოლო ალეკო ელისაშვილს „პოლიტიკური პატიმარი“, „პოლიტიკური დევნილი“, „რეჟიმის ტყვე“ და „პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი“ უწოდეს. დღეს „ლელო“ იქამდეც კი მივიდა, რომ ალეკო ელისაშვილთან ყოველგვარი კავშირი უარყო, ჩვენთან რა შუაშიაო, მაშინ როცა მათ ალეკო ელისაშვილი 2024 წელს საარჩევნო სიაშიც ჩაწერეს. დღეს „ლელომ“ მხოლოდ ერთი სიმართლე თქვა: „ლელომ“ თავის გასამართლებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოიყვანა და განაცხადა, რომ მის რეპუტაციას ახსნა არ სჭირდება. ამაში კი ნამდვილად ვეთანხმებით. უცხო ქვეყანაში გამჭვირვალობას გაქცეული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რეპუტაციას ქართული საზოგადოებისთვის მართლაც არ სჭირდება ახსნა და განმარტება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…