ელისაშვილი გორდულაძეზე: ტყუილების თქმას მორჩეს, თორემ ამოვგლეჯ ენას
ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს მიმართა, მის შესახებ ტყუილების თქმას მორჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ენის ამოგლეჯით დაემუქრა. გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში ელისაშვილს „ტერორისტი“ უწოდა და ის „ლელოს“ წევრად მოიხსენია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების” დეპუტატისა და საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის წარმომადგენლის, არჩილ გორდულაძის განცხადებას საბრალდებო სკამიდან პასუხობს.
"ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]'- თქვა დღეს დაკავებულმა პოლიტიკოსმა სასამართლო პროცესზე.
საუბარია გორდულაძის განცხადებაზე, როცა მან სასამართლო განხილვისას, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას, ალეკო ელისაშვილს "ტერორისტი" უწოდა და ის „ლელო-ძლიერ საქართველოს“ წევრად მოიხსენია.
„გორდულაძე რომ არის, ახალი უცნაური პერსონაჟი, გამოვიდა „ლელოს“ წევრი ელისაშვილი, ცეცხლს უკიდებდა სასამართლოს და ტერორისტული აქტი ჩაიდინაო. არასოდეს არ ვყოფილვარ „ლელოს“ წევრი და არც ვარ. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ტყუილს იძახის.
„ლელოს“ წევრი არ ვარ, მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ - „მოქალაქეების“. ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე, განცხადების გაკეთების დროს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„ლელოს“ წევრი არ ვარ, მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ - „მოქალაქეების“. ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს“
„[არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…