პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს, რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

საკონსტიტუციო სასამართლოლელო

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სხდომა გაიმართა, სადაც არჩილ გორდულაძემ „ლელო“ სასამართლოს უნდობლობასა და კონსტიტუციის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს, რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია
რუსთავი 2

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება, კითხვები დაუსვეს ლელოს წარმომადგენლებს.

დაისვა არაერთი კითხვა, მათ შორის, აღიარებენ თუ არა რომ აქციებს ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი, მიიჩნევენ თუ არა ძალადობის საქმეებზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად, როგორ განმარტავენ მათი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, არჩევნების დღეს გაკეთებულ მოწოდებებს, ემიჯნებიან თუ არა ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, რომელიც ტერორიზმით მუხლით არის დაკავებული.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, ოპოზიციურმა პარტიამ სხდომაზე არაერთ კითხვას - მათ შორის აქციების ძალადობრივ ხასიათსა და ალეკო ელისაშვილის საქმეზე - არათანმიმდევრული პასუხები გასცა. გორდულაძის თქმით, "ლელოს" პოზიცია, რომ მიუხედავად ბრალდებისა, ელისაშვილი მაინც პოლიტპატიმრად რჩება, აჩვენებს, რომ პარტია სასამართლოს არ ენდობა და ქვეყნის სამართლებრივ სისტემას უპირისპირდება.

"ლელოს წარმომადგენელი დღეს საუბრობდა, რომ თითქოს არ გვითქვამს, რომ ჩვენთან რა შუაშია ალეკო ელისაშვილიო - ჯერ ეს ერთი, ეს თქვეს და მერე მეორე, ეს პასუხი იმიტომ გააჟღერეს სხდომის დარბაზში რომ ამაზე მივუთითეთ და ტყუილში ვამხილეთ.

ჩვენ სხდომის მიმდინარეობისას არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ თითოეულ ტყუილზე ადეკვატური პასუხი და სიმართლე ვთქვათ, როდესაც ჩვენ გარეთ ვაკეთებთ კომენტარს ისმენენ ჩვენს კომენტარს, ეს ძალიან კარგია - მოისმინონ, სიმართლეს ჩახედონ თვალებში - შემდეგ უკვე ამის საპასუხოდ აკეთებენ, სხვა განცხადებებსაც.

მოსამართლეს კითხვა ჰქონდა სიორიძესთან - რომ შეიცვალოს ალეკო ელისაშვილის მსჯავრი და გადაკვალიფიცირდეს ის "სხვისი ნივთის დაზიანება, ეს შეფასდება თუ არა ისევ პოლიტპატიმრადო და დიახ პასუხი იყო რომ ისევ პოლიტპატიმარია. ლელოსთვის იმას კი არ აქვს მნიშვნელობა რა მსჯავრი და რა ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათ მიაჩნიათ რომ სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს, არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ისინი არ ენდობიან და ისინი თანაზიარი არიან როგორც "ნაც მოძრაობის" ისე "ახალის" და "გახარიას პარტიისა", სულ ამას ამბობენ, რომ "ჩვენ არ ვენდობით სასამართლო გადაწყვეტილებებს" რაც შეეხება გარეთ გაკეთებულ განცხადებებს, ისე მოიხსენიებენ მოსამართლეებს სასამართლოს - საერთოდ უნდა შემოიშვებოდნენ თუ არა სხდომათა დარბაზში, სასამართლოს ამაზე შესაძლოა ცალკე ჰქონდეს პოზიცია.

მათი თითოეული ნათქვამი ეს არის უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის და სამართლებრივი სახელმწიფოსი", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: "ლელომ" სცადა, უარეყო, რომ ალეკო ელისაშვილს რაიმე კავშირი აქვს მათთან, არადა, 2024 წელს ელისაშვილი საარჩევნოდ წარდგენილ პარტიულ სიაში იყო. ამ საკითხზეც რომ სიცრუეს ავრცელებს, რა გამიჯვნის გულწრფელობაზე შეიძლება იყოს საერთოდ მსჯელობაც კიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები