,, არასოდეს არ ვყოფილვარ „ლელოს“ წევრი და არც ვარ” – ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ არასდროს ყოფილა „ლელოს“ წევრი და არჩილ გორდულაძე მის შესახებ ტყუილებს ავრცელებს, რის გამოც მას „ენის ამოგლეჯით“ დაემუქრა.

ალეკო ელისაშვილმა სასამართლოზე განაცხადა:
,,გორდულაძე რომ არის, ახალი უცნაური პერსონაჟი, გამოვიდა „ლელოს“ წევრი ელისაშვილი, ცეცხლს უკიდებდა სასამართლოს და ტერორისტული აქტი ჩაიდინაო. არასოდეს არ ვყოფილვარ „ლელოს“ წევრი და არც ვარ. საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოდის და ასეთ ტყუილს იძახის.
„ლელოს“ წევრი არ ვარ, მხოლოდ ერთადერთი პარტიის წევრი ვარ – „მოქალაქეების“. ჩემზე ლაპარაკს და ტყუილების თქმას მორჩი, თორემ „ამოვგლიჯავ ენას“ [არჩილ გორდულაძეს], ხომ არ გონია, 13 წელი ვიქნები [ციხეში]. ჩემი სახელი და გვარი არ ახსენოს არასოდეს“ (ინტერპრესნიუსი)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…