ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს

იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირში მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ თუ რეფორმირების სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, გაერთიანებიდან გასვლაზე მოლაპარაკებების დაწყებაც ღირს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის თქმით, ის ამ ბრძოლის წაგებას არ აპირებს.

იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს
იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირსიმედინიუსი

„კრინიცის ფორუმზე“ იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) თავმჯდომარემ არ გამორიცხა „მკაცრი მიდგომის“ გამოყენება, მათ შორის, ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვა.

კაჩინსკიმ ევროკავშირის რეფორმირების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი მტკიცე რწმენაა - რწმენა, რომელსაც იზიარებს ჩემი პოლიტიკური მოძრაობა და ჩემი აზრით, მრავალი პოლონელიც“, - განაცხადა „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ.

ამასთან, როგორც მან დასძინა, „ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების დასკვნით დებულებებში, მოგვიანებით კი ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაშიც არსებობს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს, რა პირობებით შეუძლია სახელმწიფოს ევროკავშირიდან გასვლა“.

„ეს ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება. უბრალოდ, უნდა დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები. ეს ხისტი და სარისკო მეთოდია, მაგრამ მდგომარეობა მართლაც იმდენად ცუდია, იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს.

რა თქმა უნდა, ამას მტკიცე ნება და პოზიციების შეთანხმება სჭირდება. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ვგულისხმობდი, რიგ საკითხებზე პოზიციები ზოგჯერ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსაკუთრებით, ეს აღმოსავლეთის პოლიტიკას ეხება. თუმცა ასეთი სახელმწიფოები არსებობენ“, - განაცხადა კაჩინსკიმ.

მისმა განცხადებამ მმართველი კოალიციის პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია.

კაჩინსკის პოზიციას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

მისი თქმით, კაჩინსკიმ ფაქტობრივად ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასვლის პირობების თაობაზე. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად, იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს პოლონეთში მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლაა. მე არ ვაპირებ მის წაგებას, თუნდაც ყველა არ თამაშობდეს ჩემს მხარეს“, - დაწერა ტუსკმა X-ზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ვითარება იმდენად ცუდია, რომ ღირს ასეთი მეთოდის გამოყენებაც" - იაროსლავ კაჩინსკი არ გამორიცხავს, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
  2. POSTVსამთავრობოიაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“
  3. POSTVსამთავრობოდონალდ ტუსკი: „იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებებს ემხრობა, ეს რთული ბრძოლაა, წაგებას არ ვაპირებ, მაშინაც კი, თუ ყველა ჩემს მხარეს არ არის“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი მტკიცე რწმენაა - რწმენა, რომელსაც იზიარებს ჩემი პოლიტიკური მოძრაობა და ჩემი აზრით, მრავალი პოლონელიც“
„ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების დასკვნით დებულებებში, მოგვიანებით კი ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაშიც არსებობს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს, რა პირობებით შეუძლია სახელმწიფოს ევროკავშირიდან გასვლა“
„ეს ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება. უბრალოდ, უნდა დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები. ეს ხისტი და სარისკო მეთოდია, მაგრამ მდგომარეობა მართლაც იმდენად ცუდია, იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს. რა თქმა უნდა, ამას მტკიცე ნება და პოზიციების შეთანხმება სჭირდება. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ვგულისხმობდი, რიგ საკითხებზე პოზიციები ზოგჯერ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსაკუთრებით, ეს აღმოსავლეთის პოლიტიკას ეხება. თუმცა ასეთი სახელმწიფოები არსებობენ“
„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასვლის პირობების თაობაზე. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად, იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს პოლონეთში მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლაა. მე არ ვაპირებ მის წაგებას, თუნდაც ყველა არ თამაშობდეს ჩემს მხარეს“
დონალდ ტუსკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები