პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპა ახალი პოლიტიკური გამოწვევის წინაშე - მოხდება თუ არა ბრექსიტის შემდეგ პოლექსიტი და დატოვებს თუ არა, დიდი ბრიტანეთის მსგავსად, პოლონეთი ევროკავშირს?

პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის რეფორმასა და ევროკომისიის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გაერთიანებიდან გასვლით იმუქრება. ბრიუსელს უფლებამოსილების გადაჭარბებასა და პრობლემებში ადანაშაულებენ გერმანელი და ფრანგი ოპოზიციონერებიც.

პოლონეთმა ევროკავშირი უნდა დატოვოს - ამ ინიციატივის ავტორი ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ძირეულ რეფორმასა და ევროკომისიის გაუქმებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროგაერთიანებიდან გასვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მექანიზმებისა და ბერკეტების ამოქმედებას აანონსებს.

ეკონომიკური გაურკვევლობა, კონკურენტუნარიანობის შემცირება, უკრაინის ომით გამოწვეული უსაფრთხოების კრიზისი და ევროპის საერთაშორისო გავლენის შესუსტება - ამ პრობლემებს ევროკავშირს უკავშირებს გერმანიის მთავარი ოპოზიციონერი და ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელიც. ალის ვაიდელი ბრიუსელის მიმართ ბერლინის პოზიციის გადახედვას აანონსებს.

ვარშავისა და ბერლინის მსგავსად, ბრიუსელის მიმართ ბრალდებები ისმის პარიზიდანაც. "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტი კანდიდატი, ევროკავშირს ეროვნული სუვერენიტეტის შეზღუდვასა და უფლებამოსილებათა გადაჭარბებაში ღიად ადანაშაულებს. მარინ ლე პენი, გამარჯვების შემთხვევაში, ევროკომისიისთვის დაფინანსების შემცირების პირობას დებს.

ევროპული ქვეყნების წარმომადგენელი პოლიტიკოსების მოთხოვნები და კონკრეტული წინადადებები ევროპარლამენტის სხდომაზე მოისმინეს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. ევროპარლამენტის დარბაზში, კრიტიკული განცხადებების დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა დარბაზი დატოვა.

დაპირისპირება, თანამდებობებისა და გავლენებისთვის ბრძოლა, ბიუროკრატიის მიერ შექმნილი ქაოსი - ასე აღწერს "პოლიტიკო" საკუთარ სტატიაში ბრიუსელში მიმდინარე პროცესებს. გამოცემა წერს, რომ უთანხმოებას იწვევს ფინანსური და პოლიტიკური საკითხები, რაც, საბოლოოდ, ინსტიტუტის მიმართ ნდობას არღვევს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
The Telegraph: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის ლიდერი ევროკავშირის სუვერენული ერების ფედერაციად გარდაქმნას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები