დონალდ ტუსკი: „იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებებს ემხრობა, ეს რთული ბრძოლაა, წაგებას არ ვაპირებ, მაშინაც კი, თუ ყველა ჩემს მხარეს არ არის“
დონალდ ტუსკის განცხადებით, იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა და აღნიშნა, რომ ამ რთულ პოლიტიკურ ბრძოლაში წაგებას არ აპირებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა, – ამის შესახებ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომლის გარშემოც დღეს პოლონეთში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ეს რთული ბრძოლაა. მე მის წაგებას არ ვაპირებ, მაშინაც კი, თუ ყველა ჩემს მხარეს არ არის“, – წერს ტუსკი.
პოლონური მედიის ცნობით, 28 ოქტომბერს იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ამის მისაღწევად პოლონეთს მკაცრი და სარისკო მეთოდების გამოყენება დასჭირდეს.
„ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი ღრმა რწმენაა, ისევე როგორც ჩემი პოლიტიკური ძალისა და, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პოლონელის“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
ოპოზიციის ლიდერმა ევროკავშირის რეფორმირების რამდენიმე შესაძლო გზა დაასახელა, მათ შორის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება და ახალი ხელშეკრულების გაფორმება.
ამასთან, კაჩინსკიმ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ხელშეკრულებებში არსებულ დებულებებზე, რომლებიც წევრი სახელმწიფოს გაერთიანებიდან გასვლის პროცედურას განსაზღვრავს.
მისი თქმით, ერთ-ერთი შესაძლო გზა სწორედ ამ პროცედურის ფარგლებში მოლაპარაკებების დაწყებაა.
„ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება და შესაძლებელია, უბრალოდ ეს მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს მკაცრი და სარისკო მეთოდია, მაგრამ ვითარება იმდენად მძიმეა, რომ სხვა გზები შედეგს თუ არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი პოლიტიკურ სიმტკიცესა და ევროკავშირის რეფორმირების მომხრე ქვეყნებს შორის პოზიციების შეთანხმებას მოითხოვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია"ვითარება იმდენად ცუდია, რომ ღირს ასეთი მეთოდის გამოყენებაც" - იაროსლავ კაჩინსკი არ გამორიცხავს, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს
იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“
ციტატები სტატიიდან
„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ეს ერთ-ერთი საკითხია, რომლის გარშემოც დღეს პოლონეთში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ეს რთული ბრძოლაა. მე მის წაგებას არ ვაპირებ, მაშინაც კი, თუ ყველა ჩემს მხარეს არ არის“
„ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი ღრმა რწმენაა, ისევე როგორც ჩემი პოლიტიკური ძალისა და, ვფიქრობ, ძალიან ბევრი პოლონელის“
„ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება და შესაძლებელია, უბრალოდ ეს მოლაპარაკებები დავიწყოთ. ეს მკაცრი და სარისკო მეთოდია, მაგრამ ვითარება იმდენად მძიმეა, რომ სხვა გზები შედეგს თუ არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…