ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ვითარება იმდენად ცუდია, რომ ღირს ასეთი მეთოდის გამოყენებაც" - იაროსლავ კაჩინსკი არ გამორიცხავს, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები დაიწყოს

იაროსლავ კაჩინსკიმ არ გამორიცხა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებების დაწყება, რასაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ბრძოლის წაგებას არ აპირებს.

"ვითარება იმდენად ცუდია, რომ ღირს ასეთი მეთოდის გამოყენებაც" - იაროსლავ კაჩინსკი არ გამორიცხავს, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
"ვითარება იმდენად ცუდია, რომ ღირს ასეთი მეთოდის გამოყენებაც" - იაროსლავ კაჩინსკი არ გამორიცხავს, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები დაიწყოსრუსთავი 2

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ Krynica Forum 2026-ზე გამოსვლისას, ევროკავშირში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან არ გამორიცხა „ხისტი მეთოდების“ გამოყენებაც, მათ შორის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ძმამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის გარდაქმნის საჭიროებას: "ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი ღრმა რწმენაა. ეს არის ჩემი პოლიტიკური ძალის, და ვფიქრობ, ძალიან ბევრი პოლონელის პოზიციაც," - განაცხადა PiS-ის თავმჯდომარემ.

ცვლილებების განხორციელების მეთოდებზე საუბრისას, მან ჩამოთვალა საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედება, ამოქმედების გადავადებული ვადის მქონე ახალი ხელშეკრულების დადება და „ხისტი და რისკიანი“ მეთოდი.

„ჩემი აზრით, შესაძლებელია კიდევ ერთი მეთოდის გამოყენებაც, თუმცა ვიცი, რომ ეს შესაძლოა დავის საგანი გახდეს. კერძოდ, თუ სხვა გზები შედეგს ვერ გამოიღებს, იმ ქვეყნებმა, ვისაც ცვლილებები სურს, ხელი მოაწერონ ახალ ხელშეკრულებას ჩვენთვის სასურველი მასშტაბებით, თუმცა მისი ძალაში შესვლის გადავადებული ვადით,“ - აღნიშნა კაჩინსკიმ.

ამასთანავე, მან დასძინა: „ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების და მოგვიანებით, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში არის მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რა პრინციპებით შეიძლება გამოვიდეს სახელმწიფო ევროკავშირიდან.

ეს ყველაფერი იწყება მოლაპარაკებებით - და უბრალოდ უნდა დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები. ეს არის ხისტი და რისკიანი მეთოდი, მაგრამ ვითარება მართლაც იმდენად ცუდადაა, რომ ღირს ასეთი მეთოდის გამოყენებაც კი, თუ სხვამ არაფერმა გაამართლა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სიმტკიცე და პოზიციების შეთანხმება. ამ ქვეყნებს შორის სხვადასხვა საკითხზე - განსაკუთრებით აღმოსავლეთ პოლიტიკაზე - პოზიციები ხშირად განსხვავებულია, თუმცა ეს გზა არსებობს."

განცხადებებმა მმართველი კოალიციის პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია. კაჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

მისი შეფასებით, კაჩინსკიმ ფაქტობრივად ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

"იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასვლის პირობების თაობაზე. ეს არის ერთ-ერთი საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს პოლონეთში მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლაა. მე არ ვაპირებ მის წაგებას, თუნდაც ყველა არ თამაშობდეს ჩემს მხარეს." - დაწერა ტუსკმა X-ზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოიაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს
  2. POSTVსამთავრობოიაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს“
  3. POSTVსამთავრობოდონალდ ტუსკი: „იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებებს ემხრობა, ეს რთული ბრძოლაა, წაგებას არ ვაპირებ, მაშინაც კი, თუ ყველა ჩემს მხარეს არ არის“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი ღრმა რწმენაა. ეს არის ჩემი პოლიტიკური ძალის, და ვფიქრობ, ძალიან ბევრი პოლონელის პოზიციაც,“
„ჩემი აზრით, შესაძლებელია კიდევ ერთი მეთოდის გამოყენებაც, თუმცა ვიცი, რომ ეს შესაძლოა დავის საგანი გახდეს. კერძოდ, თუ სხვა გზები შედეგს ვერ გამოიღებს, იმ ქვეყნებმა, ვისაც ცვლილებები სურს, ხელი მოაწერონ ახალ ხელშეკრულებას ჩვენთვის სასურველი მასშტაბებით, თუმცა მისი ძალაში შესვლის გადავადებული ვადით,“
„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასვლის პირობების თაობაზე. ეს არის ერთ-ერთი საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს პოლონეთში მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლაა. მე არ ვაპირებ მის წაგებას, თუნდაც ყველა არ თამაშობდეს ჩემს მხარეს.“
„ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების და მოგვიანებით, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების დასკვნით ნაწილში არის მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რა პრინციპებით შეიძლება გამოვიდეს სახელმწიფო ევროკავშირიდან. ეს ყველაფერი იწყება მოლაპარაკებებით - და უბრალოდ უნდა დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები. ეს არის ხისტი და რისკიანი მეთოდი, მაგრამ ვითარება მართლაც იმდენად ცუდადაა, რომ ღირს ასეთი მეთოდის გამოყენებაც კი, თუ სხვამ არაფერმა გაამართლა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სიმტკიცე და პოზიციების შეთანხმება. ამ ქვეყნებს შორის სხვადასხვა საკითხზე - განსაკუთრებით აღმოსავლეთ პოლიტიკაზე - პოზიციები ხშირად განსხვავებულია, თუმცა ეს გზა არსებობს.“
„განცხადებებმა მმართველი კოალიციის პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია. კაჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. მისი შეფასებით, კაჩინსკიმ ფაქტობრივად ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.“
იაროსლავ კაჩინსკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტუსკი: „იაროსლავ კაჩინსკი ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის პირობებზე მოლაპარაკებებს ემხრობა, ეს რთული ბრძოლაა, წაგებას არ ვაპირებ, მაშინაც კი, თუ ყველა ჩემს მხარეს არ არის“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები