ვატო ყიფიანის ადვოკატი ძმები ფეიქრიშვილების დედას პასუხობს
ვატო ყიფიანის ადვოკატი მარიკა ფხალაძე ძმები ფეიქრიშვილების დედას ცილისწამებასა და გამოძიებაზე ზემოქმედების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ყიფიანს ციხეში პრივილეგიები არ აქვს და ფეიქრიშვილებთან მისი დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ცნობები სიცრუეა.

ვატო ყიფიანის ადვოკატი, მარიკა ფხალაძე ძმები ფეიქრიშვილების დედას პასუხობს - უფლებადამცველი ამბობს რომ ნინო აბრამიშვილი ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს და გამოძიებაზე ზემოქმედებას ცდილობს.
ფეიქრიშვილების დედა ამტკიცებს, რომ ტელეფონები, რომელიც გამოძიებას დალუქული ჰქონდა, მის შვილს საკანში შეუტანეს და გახსნას აიძულებდნენ
ადვოკატის თქმით, ყიფიანსა და ტყუპებს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ასევე მარიკა ფხალაძის თანახმად, ფეიქრიშვილის ჯგუფური ცემის საქმეზე ვატო ყიფიანი ჯერ არც კი გამოუკითხავთ.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვატო ყიფიანი ჯერ-ჯერობით დაკითხული არ არის. ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და თვითონ იუსტიციის მინისტრმაც დაადასტურა და მეც გავიმეორებ იგივეს, მოცემული საქმის ფარგლებში, უდნა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
ამ პერიოდის განმავლობაში ფეიქრიშვილების დედისგან, ქალბატონი ნინოსგან ვრცელდება არასწორი, ცილისმწამებლური ინფორმაციები ვატო ყიფიანთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ ეს არის გარკვეული ტიპის ზემოქმედება გამოძიებაზე.
არანაირი დაპირისპირება ფეიქრიშვილებსა და ვატო ყიფიანს შორის არ არსებობდა. მართალია, საზოგადოებაში მუსირებს ეს აზრი, რომ თითქოს მათ შორის გარკვეული ტიპის დაპირისპირებაა, მაგრამ ეს ასე არის. ქალბატონი ნინოს განმარტება, თითქოსდა ეს კონფლიქტი არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ ვატო ყიფიანი ცდილობდა მისი შვილების ავტომანქანის აფეთქებას, ესეც არის მცდარი ინფორმაცია.
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არანაირი პრივილეგიებით ვატო ყიფიანი ციხეში არ სარგებლობს. ის არის ისეთივე პატიმარი, როგორიც არიან ფეიქრიშვილები. არანაირი ტელეფონები მას იქ არ გააჩნია. არანაირი მისი შვილიშვილების ტელეფონებზე წვდომა მას არ გააჩნია. ეს ყვეალფერი არის აბსურდი. ასეთი არასწორი, ყალბი, ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელებას შეეშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.
მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ თუკი დავით ფეიქრიშვილსი მიმართ გარკვეულ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მას ჰქონდა საშუალება სააავადმყოოში, ადვოკატთან, სახალხო დამცველთან ეს პოზიცია დაეფიქსირებინა, რაც მას არ გაუკეთებია. შემდგომ უკვე როგორ განვითარდა მოვლენები და ბუნტის მცდელობა ვისი მხრიდან იყო, ეს უკვე გამოძიების საკითხია და გამოძიება დაადგენს", - აცხადებს ადვოკატი მარიკა ფხალაძე.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…