ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ხოშტარია: ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილში აცხადებს, რომ ეტლით მხოლოდ დიდ დისტანციებზე გადაადგილდება, „ქართულ ოცნებას“ ჯანმრთელობის დაზიანებაზე პასუხისგებით ემუქრება და მოქალაქეებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ხოშტარია: ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე
ხოშტარია: ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზენეტგაზეთი

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს.

ხოშტარია ამბობს, რომ ძირითადად ჯოხით გადაადგილდება, თუმცა თავს მხნედ გრძნობს.

„ხალხნო, ძალიან გამიხარდა, რომ ჭუჭრუტანიდან დაგენახეთ და თუნდაც ხელის მოძრაობით შევძელი ჩემი ემოციის გამოხატვა. პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს. ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე ყველაფერს აკეთებენ და უკეთესადაც ვარ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად კარგად ვიქნები. მოკლედ, ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“, — აცხადებს ხოშტარია.

ხოშტარია ამბობს, რომ ციხის ადმინისტრაციასთან არ აქვს პრეტენზია — რაც შესაძლებელია, ყველაფერს აკეთებენ მისი ჯანმრთელობისთვის.

„ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. არცერთი წუთი არ გავჩერდები იქამდე, სანამ სრული პასუხისმგებლობა არ იქნება მათზე დაკისრებული. უამრავ ადამიანს დაუზიანდა ჩემსავით და ჩემზე უფრო მეტად ჯანმრთელობა, მოწყვეტილი არიან ოჯახებს. ამიტომ ამის დავიწყება ნამდვილად არ იქნება! პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან, ადამიანურად კი საერთოდ არ მცხელა მათთვის“, — ნათქვამია ხოშტარიას წერილში.

ის ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პარტიების აკრძალვის პროცესსაც:

„იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან. ვიდრე რეჟიმის ის მსახურები, რომლებსაც შეიძლება უწევთ ან შეიძლება მათი არჩევანია და მაინც სჩადიან საშინელებებს. ბევრად უფრო კარგად ვარ მე — სიყვარულით და სიმართლით გარემოცული. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ნამდვილად ძალიან მხნედ და ძლიერად“, — წერს ხოშტარია.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მოქალაქეებისადმი ერთადერთი თხოვნა აქვს — ტელეკომპანია „ფორმულას“ დახმარება.

„ძალიან რთულია საკანში „ფორმულას“ მაუწყებლობის გარეშე ყოფნა. ვერ აგიხსნით, რამხელა დანაკლისია. ამიტომ ყველას გთხოვთ, დავუჭიროთ მხარი ფინანსურად ისე, როგორც შეგვიძლია. ძალიან მნიშვნელოვანია, პატიმრებს და არა მხოლოდ მათ, ჰქონდეთ წვდომა „ფორმულაზე“ – აცხადებს ხოშტარია და აქვეყნებს ტელეკომპანიის ანგარიშის ნომერს: #GE32TB7843845067800005.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიროგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ - ხოშტარიას გზავნილი ციხიდან
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია - ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ - დღეს მე ბევრად კარგად ვარ, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ადამიანები
  3. ალიაოპოზიციური“დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში”– ელენე ხოშტარია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხალხნო, ძალიან გამიხარდა, რომ ჭუჭრუტანიდან დაგენახეთ და თუნდაც ხელის მოძრაობით შევძელი ჩემი ემოციის გამოხატვა. პირველ რიგში, მინდა იცოდეთ, რომ ეტლით გადავადგილდები მხოლოდ დიდ დისტანციებზე. ძირითადად ჯოხით დავდივარ და, იშვიათ შემთხვევებში, უჯოხოდაც ვახერხებ სიარულს. ექიმები მაკა იოსელიანი და ანი ქავთარაძე ყველაფერს აკეთებენ და უკეთესადაც ვარ, ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად კარგად ვიქნები. მოკლედ, ჯოხით და ეტლით კი არა, როგორც არ უნდა მომიწიოს გადაადგილება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მაინც დავამარცხებთ. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“
„ხოლო რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს. არცერთი წუთი არ გავჩერდები იქამდე, სანამ სრული პასუხისმგებლობა არ იქნება მათზე დაკისრებული. უამრავ ადამიანს დაუზიანდა ჩემსავით და ჩემზე უფრო მეტად ჯანმრთელობა, მოწყვეტილი არიან ოჯახებს. ამიტომ ამის დავიწყება ნამდვილად არ იქნება! პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან, ადამიანურად კი საერთოდ არ მცხელა მათთვის“
„იმასაც ძალიან კარგად ვგრძნობ, რომ დღეს მე ვარ ბევრად უფრო კარგად, ვიდრე მოსამართლის მანტიაში გამოწყობილი ის ადამიანები საკონსტიტუციოში, რომლებმაც ზუსტად იციან, რა საშინელებას სჩადიან, მაგრამ მაინც სჩადიან. ვიდრე რეჟიმის ის მსახურები, რომლებსაც შეიძლება უწევთ ან შეიძლება მათი არჩევანია და მაინც სჩადიან საშინელებებს. ბევრად უფრო კარგად ვარ მე — სიყვარულით და სიმართლით გარემოცული. სწორედ ამიტომ ვგრძნობ თავს ნამდვილად ძალიან მხნედ და ძლიერად“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები