ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საკრებულოში ბავშვთა დაცვისა და ოჯახების მხარდაჭერის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროინფრასტრუქტურის სამინისტრო

თბილისის საკრებულოში ა.თ.ე.ა-სა და UNICEF-ის პროექტის ფარგლებში ბავშვთა დაცვისა და ოჯახების მხარდაჭერის მუნიციპალურ სისტემებზე იმსჯელეს. თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, თვითმმართველობის მთავარი ამოცანა მოქალაქეთა საჭიროებების დროული გამოვლენა და ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნაა.

თბილისის საკრებულოში ბავშვთა დაცვისა და ოჯახების მხარდაჭერის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
თბილისის საკრებულოში ბავშვთა დაცვისა და ოჯახების მხარდაჭერის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ორგანიზებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, თბილისის საკრებულოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ორგანიზაციების ერთობლივი პროექტის "მუნიციპალურ დონეზე მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების დაცვის გაძლიერება" ფარგლებში ჩატარდა.

მისი მიზანია დედოფლისწყაროს, დმანისისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ოჯახების მხარდაჭერის მუნიციპალური სისტემების გაძლიერება.

ღონისძიება გახსნეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თბილისის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და პროექტის ექსპერტმა ნინო ზურაბიშვილმა.

თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვთა დაცვისა და ოჯახების მხარდაჭერის საკითხებზე შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია.

"მსგავსი სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ჩვენი საერთო მიზანია ბავშვებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვის უფლებები სათანადოდ იქნება დაცული.

ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს დგას მოქალაქეებთან, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მათი საჭიროებების დროული გამოვლენა და მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინება.

თბილისის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას, რაც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ურბანულ პოლიტიკას, ისე ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერის სხვადასხვა მიმართულებას", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, ასევე ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განიხილეს მექანიზმები, რომლებიც მუნიციპალიტეტებს ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებების დროულ გამოვლენაში, შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში დაეხმარება.

ა.თ.ე.ა-ს ექსპერტების, ნინო ზურაბიშვილისა და კახა გურგენიძის, ფასილიტაციით მიმდინარე სამუშაო სესიებზე არსებული პრაქტიკის, უფლებამოსილებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით სოციალური მუშაობის მიდგომებზე იმსჯელეს.

როგორც ა.თ.ე.ა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ აღნიშნა, მსგავსი სამუშაო შეხვედრები ხელს უწყობს აქტუალური საკითხების განხილვასა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებას.

მისი თქმით, ა.თ.ე.ა მომავალშიც გააგრძელებს მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას, მათთვის საჭირო მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მასალების მომზადებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების ხელშეწყობას.

ღონისძიების ბოლოს შეჯამდა ძირითადი მიგნებები, შეჯერდა დასაზუსტებელი საკითხები და განისაზღვრა შემდგომი სამუშაო ნაბიჯები.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მსგავსი სამუშაო შეხვედრები მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. ჩვენი საერთო მიზანია ბავშვებისთვის უსაფრთხო, თანასწორი და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვის უფლებები სათანადოდ იქნება დაცული. ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლოს დგას მოქალაქეებთან, ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მათი საჭიროებების დროული გამოვლენა და მუნიციპალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინება. თბილისის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნას, რაც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ურბანულ პოლიტიკას, ისე ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერის სხვადასხვა მიმართულებას“
თინათინ ნიბლოშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ აბაშიძემ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები