კახა კალაძე: “რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია”
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება და მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა.

“რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დაპირებისამებრ, ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ახლდება, წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები.
რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია.
კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. გვესმის, რომ რთულია. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დამთავრდება, გამზირი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული.
ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა გავხსენით.
ქვედა ფენებში არის კონკრეტული მონაკვეთი მოქცეული, თუმცა აქაც, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რომ უკვე საბოლოოდ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენების დაგება. ეს ერთიანად მოხდება, როდესაც უკვე მთლიანად გამზირზე, ყველა მონაკვეთზე მომზადებული იქნება სამუშაოები იმისთვის, რომ მოასფალტების ბოლო ფენა, ანუ სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდეს. ასე რომ, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები“, – აღნიშნა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკახა კალაძე - ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებული იქნება - დაგეგმილია ასევე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რომელიც გვინდა, მომავალ წელს დავიწყოთ
გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე
კახა კალაძე – რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოები გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია
კალაძე ასახელებს, როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია
როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
ციტატები სტატიიდან
„რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ახლდება, წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები. რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს მოსახლეობას. გვესმის, რომ რთულია. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დამთავრდება, გამზირი იქნება ყველანაირად მოწესრიგებული და განახლებული. ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა გავხსენით. ქვედა ფენებში არის კონკრეტული მონაკვეთი მოქცეული, თუმცა აქაც, უკვე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რომ უკვე საბოლოოდ მოხდეს ასფალტის ბოლო ფენების დაგება. ეს ერთიანად მოხდება, როდესაც უკვე მთლიანად გამზირზე, ყველა მონაკვეთზე მომზადებული იქნება სამუშაოები იმისთვის, რომ მოასფალტების ბოლო ფენა, ანუ სამუშაოების ბოლო ეტაპი განხორციელდეს. ასე რომ, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს სამუშაოები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…