ვახტანგ ქიზიყურაშვილი: გარკვეული იდეოლოგია, აკვიატებული იდეა ხშირად ევრობიუროკრატების პრაგმატიზმზე იმარჯვებს და ისინი ფიქრობენ არა იმაზე, საკუთარი მოსახლეობისთვის როგორ უზრუნველყონ წვდომა სხვადასხვა პროდუქტზე, არამედ იმაზე, როგორ მოახდინონ რევოლუცია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში და საქართველოსთან ურთიერთობებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ
ვახტანგ ქიზიყურაშვილი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები პრაგმატიზმის ნაცვლად კონკრეტულ ქვეყნებში რევოლუციის მოხდენაზე ფიქრობენ და საქართველოსთან ურთიერთობაც ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

გარკვეული იდეოლოგია, აკვიატებული იდეა ხშირად ევრობიუროკრატების პრაგმატიზმზე იმარჯვებს და ისინი ფიქრობენ არა იმაზე, საკუთარი მოსახლეობისთვის როგორ უზრუნველყონ წვდომა სხვადასხვა პროდუქტზე, არამედ იმაზე, როგორ მოახდინონ რევოლუცია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში და საქართველოსთან ურთიერთობებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა, ვახტანგ ქიზიყურაშვილმა ჩინეთთან და შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას.
მან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხან ჭენგის ვიზიტი შემთხვევითი არ არის.
„შუა დერეფანი როგორც არასდროს, ისე მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ალტერნატიული გზა დღეს ბლოკირებულია. ასევე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპული ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩინურ პროდუქტებზე წვდომა. ისმის ლოგიკური კითხვა, როგორ მოხდება აღნიშნული პროდუქტები ევროკავშირის ტერიტორიაზე, თუ მან არ გაიარა საქართველო, რადგან საჰაერო გზით ეს ვერ მოხდება. სახმელეთო სხვა გზა კი, დღეს ვხედავთ ყველგან ცეცხლი უკიდია და არ არის საქართველოზე უფრო სტაბილური გზა“, - აღნიშნა ქიზიყურაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ჩინეთთან, ასევე შუა აზიის ქვეყნებთანაც, ევროკავშირს აქვს ძალიან უარყოფითი სავაჭრო სალდო. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირი მათგან უფრო მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის.
„ევროკავშირის სასიცოცხლო ინტერესებშია, რომ მათ პროდუქციაზე ჰქონდეს უწყვეტი წვდომა და ერთი მხრივ, ისინი ამას აცნობიერებენ და მეორე მხრივ, იჭრიან იმ ტოტს, რაზეც სხედან, რადგან როგორც საქართველოსთვის არის ევროკავშირთან, როგორც ინსტიტუციასთან, ურთიერთობა მნიშვნელოვანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის საქართველოსთან ურთიერთობა. სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა, რომ ხშირად ევრობიუროკრატიისთვის გარკვეული იდეოლოგია, აკვიატებული იდეა პრაგმატიზმზე იმარჯვებს და ისინი ფიქრობენ არა იმაზე, საკუთარი მოსახლეობისთვის როგორ უზრუნველყონ წვდომა სხვადასხვა პროდუქტზე, არამედ იმაზე, როგორ მოახდინონ რევოლუცია რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში და საქართველოსთან ურთიერთობებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…