როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, მომავალ წელს კი შენობა-ნაგებობების განახლება დაიწყება. მან დედაქალაქის მოსახლეობას სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებული იქნება. მისი თქმით, დაგეგმილია ასევე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია – “რომელიც გვინდა მომავალ წელს დავიწყოთ”.
კალაძის განცხადებით, ასევე ახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და წესრიგდება საფეხმავლო ტროტუარები.
“როგორც დავპირდით მოსახლეობას, ნოემბრის ბოლოს პროექტი დასრულებული იქნება. მასშტაბური სამუშაოებია გარკვეული პრობლემები შეიქმნა აღნიშნული რეაბილიტაციის დროს გადაადგილების თვალსაზრისით. გვესმი, რამდენად რთულია. ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული შეზღუდვების და დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. ბოდიში, დედაქალაქის მოსახლეობას. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დასრულდება, გამზირი იქნება ერთ-ერთი ულამაზესი, ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული.
დაგეგმილია ასევე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რომელიც გვინდა მომავალ წელს დავიწყოთ, როდესაც ეს სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული, გამზირი მოწესრიგებული იქნება“, – აღნიშნა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკახა კალაძე - ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასრულებული იქნება - დაგეგმილია ასევე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, რომელიც გვინდა, მომავალ წელს დავიწყოთ
გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს რუსთაველზე არსებული შენობების განახლება იგეგმება - კალაძე
კახა კალაძე – რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოები გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია
კალაძე ასახელებს, როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია
კახა კალაძე: “რუსთაველის გამზირზე გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…