პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერია რუსთაველის რეაბილიტაციის გამო მოძრაობის დამატებითი შეზღუდვის შესახებ მძღოლებს აფრთხილებს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 5 ნოემბრიდან ჭოველიძის, ზანდუკელისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერია რუსთაველის რეაბილიტაციის გამო მოძრაობის დამატებითი შეზღუდვის შესახებ მძღოლებს აფრთხილებს
BM.GE

თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ჭოველიძის, ზანდუკელისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მერიის განცხადებით, შეზღუდვები 5 ნოემბრიდან ამოქმედდება და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

კერძოდ, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 9 ნოემბრის 00:00 საათამდე მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება.

აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის №408 და №420 მიკროავტობუსები, თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

გარდა ამისა, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 15 დღის განმავლობაში შეიზღუდება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ გადაადგილება.

შეზღუდვის პერიოდში ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობორუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
  2. BM.GEოპოზიციურიდღეიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა დამატებით შეიზღუდა - მარშრუტები
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები