ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ: “ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება. საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით”

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რიყის პარკში 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვაზე განაცხადი არ შემოსულა და გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებს.

კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ: “ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება. საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით”
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ: “ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება. საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით”POSTV

“ერთი დღის განმავლობაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს რიყის პარკის ტერიტორიაზე მოთხოვნილია სამშენებლო ნებართვა 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.

„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის “ფეისბუკ-პოსტში”, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ 10-სართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ის გამოყენებით, თუმცა, როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებთ, ზოგადად, ქალაქის ბედი, ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი 10-სართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში.

ვიცი, 2012 წლამდე, წინა მთავრობის დროს, ამას როგორ აკეთებდით, მაგრამ ჩვენს პირობებში ყველაფერი იქნება ცხადი. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში განხორციელდება. დავთანხმდებით იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ – ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთი დღის განმავლობაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა“
კახა კალაძე
„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის “ფეისბუკ-პოსტში”, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ 10-სართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ის გამოყენებით, თუმცა, როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებთ, ზოგადად, ქალაქის ბედი, ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი 10-სართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში. ვიცი, 2012 წლამდე, წინა მთავრობის დროს, ამას როგორ აკეთებდით, მაგრამ ჩვენს პირობებში ყველაფერი იქნება ცხადი. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში განხორციელდება. დავთანხმდებით იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კალაძე ვირეშმაკობას რიყის ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით – აბესაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები