ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცნობილია, რა პასუხი დაუბრუნდა თბილისის მერიამ "რიყე დომს" - დოკუმენტი გასაჯაროვდა

თბილისის მერია

თბილისის მერიამ კომპანია „რიყე დომს“ რიყის დოქებისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შესაცვლელად დოკუმენტაციის შესასწორებლად 30 დღე მისცა. მანამდე კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ მერიაში რიყის ახალი მფლობელისგან არანაირი მოთხოვნა არ შესულა.

ცნობილია, რა პასუხი დაუბრუნდა თბილისის მერიამ "რიყე დომს" - დოკუმენტი გასაჯაროვდა
ცნობილია, რა პასუხი დაუბრუნდა თბილისის მერიამ "რიყე დომს" - დოკუმენტი გასაჯაროვდაTV პირველი

რა პასუხი დაუბრუნა თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ რიყის ახალი მფლობელს, კომპანია „რიყე დომს", რომელიც რიყის დოქებისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლას ითხოვს - დღის ბოლოს დოკუმენტი გასაჯარო ვდა.

პასუხში წერია, რომ დოკუმენტაცია, რომელიც "რიყე დომმა" თბილისის მერიას გადაუგზავნა სრულყოფილი არ არის - შესასწორებალდ კოპანიას 30 დღე მისცეს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ მათი მოთხოვნის შესწავლას.

სააგენტო საპროექტო წინადადებასთან დაკავშირებით მსჯელობას შეძლებს, სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.

წინასაპროექტო ღონისძიებებთან დაკავშირებით, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ბერ კვლევაში გასათვალისწინებელ გარემოსდაცვით და სატრანსპორტო კვლევებთან და რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით, დამატებით იხილეთ შესაბამისი დანართები;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული იული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაცგან მავრამდენად უფა გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 30 კალენდარული დღე. გაითვალისწინეთ, თქვენი მხრიდან კვლავ. არასრულყოფილი და ხარვეზების შემცველი დოკუმენტაციის წარმოდგენის აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი. წარმოდგენის შემთხვევაში,გასაჩივრება შესაძლებელია საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად", - წერია დოკუმენტში.

დღეს კახა კალაძე ამტკიცებდა, რომ რიყის ახალი მფლობელისგან მერიაში არანაირი მოთხოვნა არ შესულა. თუმცა მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, რიყე დომის განცხადება შესულია და წარმოებაც დაწყებულია.

საუბარია 68 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, სადაც სავარაუდოდ მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აშენონ. რიყე დომი კი ამ ტერიტორიისთვის სარეკრიაციო ზონის სტატუსის შეცვლას ითხოვს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
რიყეზე, დოქების ადგილას, 10 სართულიანი სასტუმროს კორპუსების აშენებაზე ნებართვა არ შემოსულა – მერია განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები