კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ – ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება, საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია რიყის პარკში ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მოთხოვნაზე სიცრუეა და მუნიციპალიტეტში მსგავსი განაცხადი არ შესულა. მისი თქმით, ტერიტორიაზე განხორციელდება მხოლოდ ისეთი პროექტი, რაც ქალაქის განვითარებას არ შეეწინააღმდეგება.

ერთი დღის განმავლობაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რიყის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, ინფორმაცია, თითქოს რიყის პარკის ტერიტორიაზე მოთხოვნილია სამშენებლო ნებართვა ათსართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს აღნიშნულ სამშენებლო პროექტს.
„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის ფეისბუქპოსტში, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ ათსართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ს გამოყენებით, თუმცა როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებს ზოგადად ქალაქის ბედი, ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი ათსართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანვე განმარტა, რომ აღნიშნულ სივრცეში განხორციელდება ისეთი პროექტი, რაც ქალაქის ურბანულ განვითარებას არ შეეწინააღმდეგება. შემოსული პროექტი კი საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნება.
„ვიცი 2012 წლამდე, წინა მთავრობის დროს, ამას როგორ აკეთებდით, მაგრამ ჩვენს პირობებში ყველაფერი იქნება ცხადი. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში განხორციელდება. დავთანხმდებით იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის ფეისბუქპოსტში, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ ათსართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ს გამოყენებით, თუმცა როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებს ზოგადად ქალაქის ბედი, ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი ათსართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…