ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრ ოსკარ პუენტეს განმარტებით, კატასტროფა მატარებლისთვის მოძრაობის გაგრძელებაზე მიღებულ მცდარ გადაწყვეტილებას მოჰყვა.

ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდაიმედინიუსი

ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მაშველები დაზიანებულ ვაგონებში გარდაცვლილ ადამიანებს კვლავ ეძებენ.

ესპანეთში მიმდინარე წელს მომხდარი მეორე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ევროპაში ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე სასიკვდილო სარკინიგზო ავარიაა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო „მთელი ესპანეთი გლოვობს“. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის, ოსკარ პუენტეს განმარტებით, კატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანია Renfe-ს მატარებელს მოძრაობის გაგრძელების ნებართვა მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ წინ გაჩერებული მატარებლის გამო შუქნიშანი წითელ სიგნალს აჩვენებდა.

პუენტეს თქმით, წითელი სიგნალი კომპიუტერულ საკომუნიკაციო სისტემაში შეფერხების გამო ჩაირთო, რის შედეგადაც მოძრაობა ავტომატურად შეჩერდა. თუმცა, მოგვიანებით მიღებული მცდარი გადაწყვეტილების საფუძველზე, Renfe-ს მატარებელმა მოძრაობა განაახლა.

სანჩესმა, რომელიც მადრიდის სამხრეთით, შემთხვევის ადგილის მახლობლად იმყოფებოდა, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზებს გამოიძიებენ და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის პირობა დადო.

„თუ ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება დაგვჭირდება, ამას გავაკეთებთ. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ესპანეთია, მიუღებელია, ერთი წლის განმავლობაში ჩქაროსნული მატარებლების ორი ავარია მოხდეს“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მიმდინარე წელს მომხდარი ორი სარკინიგზო კატასტროფა ერთმანეთს უკავშირდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა
  2. იმედინიუსისამთავრობოესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში - ტრაგედიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება
  4. რუსთავი 2სამთავრობოესპანეთში სარკინიგზო კატასტროფას 68 ადამიანი ემსხვერპლა - ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთელი ესპანეთი გლოვობს“
პედრო სანჩესი
„თუ ჩქაროსნული სარკინიგზო სისტემის მიმართ ნდობის აღსადგენად უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერება დაგვჭირდება, ამას გავაკეთებთ. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ესპანეთია, მიუღებელია, ერთი წლის განმავლობაში ჩქაროსნული მატარებლების ორი ავარია მოხდეს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაიღუპა სულ მცირე 46 ადამიანიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები