ესპანეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, მადრიდისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა. 100-ზე მეტი კი დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადები.
შემთხვევის გამო, შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდს, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის. რეგიონში ამოქმედდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწინებული ზომები.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…