ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში - ტრაგედიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება

ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი ტექნიკური შეფერხება და სადისპეტჩერო ცენტრის შეცდომა გახდა.

ტოლედოს პროვინცია, 08:54 საათი. მადრიდი-სევილიას ჩქაროსნული რეისი ლიანდაგზე ტექნიკური შეფერხებების გამო გაჩერდა, ბორტს უკნიდან მომავალი მეორე მატარებელი შეეჯახა. ავარიის მომენტში, ორივე მატარებელში, ჯამში, 549 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩენილი მგზავრები დეფორმირებული ვაგონებიდან გამოსვლას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.

უკვე 10 საათზე მეტია, ადგილზე უწყვეტ რეჟიმში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის ბრიგადები ვაგონების ლითონის კორპუსების გაჭრას და ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. გაწვრთნილი ძაღლებით დახმარებას ცდილობს კინოლოგიური სამსახურიც. პროცესში ჩართულია დრონები და ავიაცია. ადგილზე გაიხსნა საველე ჰოსპიტალი.

დაღუპულები და დაშავებულები სამხედროებს, სამოქალაქო გვარდიისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ამოჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიას 64 ადამიანი ემსხვერპლა, კრიტიკულია 15-ის მდგომარეობა, ნაწილს თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებები აქვს. საავადმყოფოში ვერტმფრენებით და რეანიმობილებით 100-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.

ესპანეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სამძიმრის წერილში ირაკლი კობახიძე ესპანეთს მხარდაჭერას უცხადებს. ტოლედოს პროვინციაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პირველადი ვერსიით, ტრაგედიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა და სადისპეტჩერო ცენტრის შეცდომა სახელდება. მედია წერს, რომ მატარებლის მძღოლი არ გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ მისი მარშრუტის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ხარვეზის გამო, მეორე მატარებელი იყო გაჩერებული. სწორედ ამ მიზეზით, მიახლოების დროს მემანქანემ დამუხრუჭება ვერ მოასწრო.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა
  2. იმედინიუსისამთავრობოესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველოს პრეზიდენტი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები