ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფას 68 ადამიანი ემსხვერპლა - ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
ესპანეთში, მადრიდი-სევილიის მაგისტრალზე მატარებლების შეჯახებას 68 ადამიანი ემსხვერპლა და 107 დაშავდა; ტრაგედიას ქვეყანაში სამდღიანი გლოვა და მადრიდში პოლიციასთან შეტაკებებით დასრულებული საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ესპანეთში სამდღიანი გლოვაა - სარკინიგზო ავარიას 68 ადამიანი ემსხვერპლა, 107 დაშავდა. მძიმეა 15 პაციენტის მდგომარეობა. შემთხვევა მადრიდი-სევილიის მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ორი ჩქაროსნული მატარებელი შეეჯახა, სადაც ჯამში 544 მგზავრი იმყოფებოდა. მიზეზად კომპიუტერული ხარვეზი და დისპეტჩერის შეცდომა სახელდება. უსაფრთხოების სისტემის გათიშვის გამო, ერთსა და იმავე ლიანდაგზე მოძრავი ორი მატარებელი ავტომატურად გაჩერდა. ამის შემდეგ, დისპეტჩერმა ორივე მემანქანეს გზის მაღალი სიჩქარით გაგრძელების მითითება მისცა.
სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ, მადრიდში გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვდნენ. სპეცრაზმმა ცრემლსადენი აირი, წიწაკის სპრეი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ხელისუფლება სარკინიგზო კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს სრულად გამოიძიებს და უსაფრთხოების სისტემაში შესაძლო ხარვეზებს გამოავლენს.
"მთელი ესპანეთი გლოვობს. სოლიდარობასა და ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ახლობლებს; სამინისტრო ცდილობს დაადგინოს ამ უმძიმესი ტრაგედიის მიზეზები და გაარკვიოს, როგორ და რატომ მოხდა ეს. საქმეს ბოლომდე გამოვიძიებთ. თუ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის დაუდევრობას, ეს აუცილებლად გამოვლინდება. თუ უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზები არსებობდა, მათ აღმოვფხვრით. თუ ჩვენი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემისადმი ნდობის აღსადგენად უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო, ამას გავაკეთებთ, რადგან დაუშვებელია, ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ერთ წელიწადში ორი ასეთი სარკინიგზო კატასტროფა მოხდეს", - აცხადებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა
ესპანეთში ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა
სარკინიგზო კატასტროფა ესპანეთში - ტრაგედიის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება
ესპანეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა
ციტატები სტატიიდან
„მთელი ესპანეთი გლოვობს. სოლიდარობასა და ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ახლობლებს; სამინისტრო ცდილობს დაადგინოს ამ უმძიმესი ტრაგედიის მიზეზები და გაარკვიოს, როგორ და რატომ მოხდა ეს. საქმეს ბოლომდე გამოვიძიებთ. თუ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის დაუდევრობას, ეს აუცილებლად გამოვლინდება. თუ უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზები არსებობდა, მათ აღმოვფხვრით. თუ ჩვენი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემისადმი ნდობის აღსადგენად უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო, ამას გავაკეთებთ, რადგან დაუშვებელია, ესპანეთის მსგავს ქვეყანაში ერთ წელიწადში ორი ასეთი სარკინიგზო კატასტროფა მოხდეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…