ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი
ესპანეთის ტოლედოს პროვინციაში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ტრანსპორტის სამინისტროს პირველადი ცნობით, მოძრავი შემადგენლობა გაჩერებულ მატარებელს უკნიდან დაეჯახა, რის გამოც რამდენიმე მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

ესპანეთის ცენტრალურ ნაწილში, ტოლედოს პროვინციაში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს პირველადი მონაცემებით, Renfe-ს AVE-ს კლასის მატარებელი გაჩერებულ Iryo-ს შემადგენლობას უკნიდან დაეჯახა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დარტყმის შედეგად ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. ავარია ურდას სადგურთან, ადგილობრივი დროით 08:54 საათზე მოხდა.
მომხდარის გამო, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერატორმა Adif-მა მადრიდს, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. კომპანიის ცნობით, ორივე მატარებელი მადრიდი-სევილიის მარშრუტზე მოძრაობდა.
კასტილია-ლა-მანჩის რეგიონულმა მთავრობამ საგანგებო რეაგირების გეგმა აამოქმედა და ადგილზე მეხანძრეები და სამედიცინო ვერტმფრენები გაგზავნა. შექმნილი ვითარების გამო, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კი ოფიციალური შეხვედრები გააუქმა, საარჩევნო ღონისძიებები შეაჩერეს პოლიტიკურმა პარტიებმაც. ამ ეტაპზე ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ოფიციალური გამოძიება მიმდინარეობს.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ მიმდინარე წლის იანვარში სამხრეთ ესპანეთში, სარკინიგზო კატასტროფა ადამუსთანაც მოხდა, სადაც შემთხვევას 46 ადამიანი ემსხვერპლა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაReuters: ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაიღუპა სულ მცირე 46 ადამიანი
ესპანეთში ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს – დაიღუპა მინიმუმ 30 ადამიანი
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…