ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

ესპანეთში, მადრიდისა და ანდალუსიის დამაკავშირებელ ხაზზე ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. კასტილია-ლა მანჩის რეგიონული ხელისუფლების ცნობით, ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა, ნამსხვრევები კი ფერდობზე მიმოიფანტა.

ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდაიმედინიუსი

ესპანეთში, მადრიდისა და სამხრეთით მდებარე ანდალუსიის რეგიონის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე ორი ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters- კასტილია-ლა მანჩის რეგიონულ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კასტილია-ლა მანჩის რეგიონული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ლიანდაგიდან გადასული მატარებელი, რომლის სულ მცირე ერთი ვაგონი ამაღლებულ სარკინიგზო მონაკვეთზეა გაჩერებული. ლიანდაგის ქვემოთ, ფერდობზე, დაზიანებული ლითონის კონსტრუქციები, დამსხვრეული პანელები და მატარებლის ნამსხვრევებია მიმოფანტული.

რადიო COPE-თან საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა, მიგელმა, რომელიც კოლეგებთან ერთად ერთ-ერთი მატარებლის ბოლო ვაგონში იმყოფებოდა, ავარიის მომენტი გაიხსენა.

„ძლიერი გრუხუნი გავიგონეთ, ისეთი ძლიერი დარტყმა, რომელიც დაახლოებით 10 წამს გაგრძელდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მატარებელი ლიანდაგიდან უნდა გადასულიყო. მარჯვენა მხარეს მდებარე ფანჯრიდან დაზიანებული მატარებელი დავინახეთ. ვფიქრობ, ის მეორე მატარებელი უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა მგზავრმა.

კასტილია-ლა მანჩის რეგიონულმა მთავრობამ დაადასტურა, რომ დაღუპულთა რაოდენობა თავდაპირველად გავრცელებული 10-დან 30-მდე გაიზარდა. მანამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაზრდილიყო.

როგორც Reuters-ი წერს, ესპანეთში მსგავსი მასშტაბის სარკინიგზო ავარია ცხრა თვის წინაც მოხდა. იანვარში, კორდობის პროვინციაში, ადამუსის მახლობლად, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა. იმ შემთხვევას 46 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოReuters: ესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - მადრიდსა და ანდალუსიას შორის სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია
  2. BM.GEოპოზიციურიესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი
  3. BM.GEოპოზიციურიესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა - დაიღუპა სულ მცირე 39 ადამიანი
  4. UNIAN · Telegramნეიტრალურიესპანეთში ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაიღუპა სულ მცირე 46 ადამიანი
  5. ბათუმელებიოპოზიციურიესპანეთში ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს – დაიღუპა მინიმუმ 30 ადამიანი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძლიერი გრუხუნი გავიგონეთ, ისეთი ძლიერი დარტყმა, რომელიც დაახლოებით 10 წამს გაგრძელდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მატარებელი ლიანდაგიდან უნდა გადასულიყო. მარჯვენა მხარეს მდებარე ფანჯრიდან დაზიანებული მატარებელი დავინახეთ. ვფიქრობ, ის მეორე მატარებელი უნდა ყოფილიყო“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ტოლედოსთან ახლოს მატარებლების ტრაგიკული შეჯახების გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ მძიმე წუთებში საქართველო ესპანეთის გვერდით დგას - ირაკლი კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები