ნანა ქადაგიშვილი:როგორ შეიძლება სამშობლოს მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს შეუნდო? ეს წარმოუდგენელია
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას ნანა ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სისტემურ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და „სამშობლოს მოღალატეების“ შენდობა წარმოუდგენელია.

როგორ შეიძლება სამშობლოს მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს შეუნდო? ეს წარმოუდგენელია, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე საუბრისას.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს.
"აწამა, გააუბედურა ადამიანები, მოკლა ქუჩებში ბიჭებში, ყველაფერი უბედურება დამართა ქვეყანას და ამის შემდეგ ბედავენ და კიდევ რამეს ამბობენ.
ანა წითლიძემ დღეს ბრძანა, რომ მე ადეიშვილს არ ვიცნობდიო, კი მაგრამ ის ხომ იცოდა სააკაშვილმა რა დანაშაული ჩაიდინა? თუ ასეთი ბრმა და ყრუ იყო? მე ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან შემწყნარებელი ერი ვართ, მინდა ვთქვა შენდობა შეიძლება ყველა ადამიანის, მაგრამ როგორ შეიძლება სამშობლოს მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს შეუნდო? ეს წარმოუდგენელია", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„აწამა, გააუბედურა ადამიანები, მოკლა ქუჩებში ბიჭებში, ყველაფერი უბედურება დამართა ქვეყანას და ამის შემდეგ ბედავენ და კიდევ რამეს ამბობენ. ანა წითლიძემ დღეს ბრძანა, რომ მე ადეიშვილს არ ვიცნობდიო, კი მაგრამ ის ხომ იცოდა სააკაშვილმა რა დანაშაული ჩაიდინა? თუ ასეთი ბრმა და ყრუ იყო? მე ვფიქრობ, რომ ქართველები ძალიან შემწყნარებელი ერი ვართ, მინდა ვთქვა შენდობა შეიძლება ყველა ადამიანის, მაგრამ როგორ შეიძლება სამშობლოს მოღალატეებს, ქვეყნის გამყიდველებს შეუნდო? ეს წარმოუდგენელია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…