ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებზე - შეეცადნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ასობით და ათასობით თანამოქალაქისათვის, რომელთა პირადი ტრაგედიებია აღბეჭდილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ფურცლებზე

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ქართული ოცნების“ წევრი თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვისას მოპასუხე მხარეს საგამოძიებო კომისიის დასკვნის დისკრიმინაციული ეპითეტებით დარტყმის ქვეშ დაყენების მცდელობასა და მოქალაქეთა შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებზე - შეეცადნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ასობით და ათასობით თანამოქალაქისათვის, რომელთა პირადი ტრაგედიებია აღბეჭდილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ფურცლებზე
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებზე - შეეცადნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ასობით და ათასობით თანამოქალაქისათვის, რომელთა პირადი ტრაგედიებია აღბეჭდილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ფურცლებზეინტერპრესნიუსი

იყო მცდელობა იმისა, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა - ამ კონტექსტში გამოყენებული იქნა აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის დისკრიმინაციული ეპითეტები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოპასუხე მხარე კიდევ ერთხელ შეეცადა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ იმ პირებისთვის, რომელთა პირადი ისტორიები და ტრაგედიები საგამოძიებო კომისიის დასკვანშია ასახული.

„იყო მცდელობა იმისა, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ამ კონტექსტში გამოყენებული იქნა აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია და ამით კიდევ ერთხელ შეეცადნენ ეს ადამიანები, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ იმ ჩვენი ასობით და ათასობით თანამოქალაქისათვის, რომელთა ისტორიები, რომელთა პირადი ტრაგედიები არის აღბეჭდილი სწორედ და დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ფურცლებზე.

ეს არის, დღევანდელი დღის შეჯამება. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დეტალურად ვამხილოთ თითოეული ტყუილი, თითოეული დეზინფორმაციული ხასიათის გზავნილი, რომელიც დღეს სხდომათა დარბაზში იქნა გაჟღერებული“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი რადიკალებზე: დღეს მცდელობა იყო იმის, რომ მიზანმიმართულად დარტყმის ქვეშ აღმოჩენილიყო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ამ კონტექსტში გამოყენებული იყო აბსოლუტურად მიუღებელი, მათ შორის, დისკრიმინაციული ეპითეტები, ტერმინოლოგია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ეს არის უტიფრობის მორიგი გამოვლინება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან" - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები