პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

Reuters: დანიის პარლამენტმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა

დანიის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გრენლანდიის შესახებ მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმების რატიფიცირებას, იტყობინება Reuters-ი.

Reuters: დანიის პარლამენტმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპთან მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა
რუსთავი 2

დანიის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გრენლანდიის შესახებ მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმების რატიფიცირებას. ამით კოპენჰაგენი იმედოვნებს, რომ დასრულდება არქტიკული კუნძულის მომავალთან დაკავშირებული დაპირისპირება, რომელმაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაძაბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დანიის პარლამენტის კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შეთანხმებას მხარი 109 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა არავის მიუცია. ამასთან, შეთანხმების დასამტკიცებლად აშშ-ის სენატის კენჭისყრა საჭირო არ არის.

მედიის ცნობით, აღმასრულებელი შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ნოტით შეატყობინებს აშშ-ს, რომ შეთანხმების ამოქმედებისთვის აუცილებელი პროცედურები დასრულებულია.

შეთანხმება გრენლანდიაში აშშ-ის სამხედროების როლს აფართოებს. კერძოდ, ის ითვალისწინებს კუნძულზე სარაკეტო თავდაცვის სისტემის - ე.წ. ოქროს გუმბათის (Golden Dome) განთავსების შესაძლებლობას. ამასთან, შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს დანიის სუვერენიტეტს გრენლანდიაზე და გრენლანდიელების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

შეთანხმებას აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ ხელი სექტემბერში მოაწერეს. მისი მიზანი დაძაბულობის განმუხტვა იყო მას შემდეგ, რაც ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა, რომ კუნძულზე საკუთარ კონტროლს დაამყარებდა.

ცნობისთვის, გრენლანდია დანიის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ტერიტორიაა, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 57 000 ადამიანს შეადგენს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოReuters: დანიის პარლამენტმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპთან მიღწეული შეთანხმება ერთხმად დაამტკიცა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: დანიის პარლამენტმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპთან მიღწეული შეთანხმება ერთხმად დაამტკიცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები