პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მიმდინარე1002 ჩანაწერისაკონსტიტუციო სასამართლო: ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეროდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან, არაფერი გვაქვს ჩვენ [„ლელოს“] თავის სამართლებელი – სამუშია1002 ჩანაწერი · 13 მედია

"ეს არის უტიფრობის მორიგი გამოვლინება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან" - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზე

საქართველოს პარლამენტინაციონალური მოძრაობასაკონსტიტუციო სასამართლო

თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებს „უტიფრობის მორიგი გამოვლინება“ უწოდა და ისინი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იგნორირებაში დაადანაშაულა.

"ეს არის უტიფრობის მორიგი გამოვლინება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან" - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას ოპონენტების განცხადებებზე
რუსთავი 2

"უტიფრობის მორიგი გამოვლინება კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მხრიდან" - ასე აფასებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

თორნიკე ჭეიშვილის თქმით, ოპონენტები ფაქტებს უგულებელყოფენ და გამიზნულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"ისინი, მათ შორის, იმ საქმეებზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს აქვს ნამსჯელი და დადასტურებულია შესაბამისი სისტემატური დანაშაულები, გამოდიან და ამის ფაქტობრივად იგნორირებას ახდნენ. გვერდს უვლიან მაქსიმალურად [ფაქტებს]. ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ხელწერას. ეს ხელწერა დაფუძნებულია იმაზე, რომ ყველანაირად დაუკარგონ აზრი დაუკარგონ იმ ცნებას, რომელსაც ჰქვია ადამიანის ძირითადი უფლებები, ადამიანის ღირსება, ადამიანის სიცოცხლე... მათი ზნე, მათი მიდგმები არ იცვლება", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა განახლდა. პროცესზე სიტყვის უფლებით "ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ისარგებლეს. მმართველი გუნდის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები სისტემური დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოჩვენი სარჩელი ერთმნიშვნელოვნად მყარ მტკიცებულებებზე არის დაფუძნებული - თორნიკე ჭეიშვილი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელზე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებზე - შეეცადნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ასობით და ათასობით თანამოქალაქისათვის, რომელთა პირადი ტრაგედიებია აღბეჭდილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის ფურცლებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები