ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: მოლოდინია, რომ დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და შეეცდებიან თავის დაძვრენას იმ საკითხებისაგან, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით ჩვენ საქმე გვაქვს არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოპასუხე მხარეს არგუმენტები არ გააჩნია და საკონსტიტუციო სასამართლოში „დემაგოგიურ მასკარადს“ მართავს.

თორნიკე ჭეიშვილი: მოლოდინია, რომ დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და შეეცდებიან თავის დაძვრენას იმ საკითხებისაგან, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით ჩვენ საქმე გვაქვს არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან
თორნიკე ჭეიშვილი: მოლოდინია, რომ დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და შეეცდებიან თავის დაძვრენას იმ საკითხებისაგან, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით ჩვენ საქმე გვაქვს არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთანრუსთავი 2

ერთი მხრივ, იყო არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო უსაგნო მსჯელობა საქმისათვის არარელევანტურ საკითხებზე,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლო სხდომის შეფასებისას, სადაც 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სხდომა გაიმართა.

მისი შეფასებითვე, მოპასუხე მხარეს არ გააჩნია არავითარი არგუმენტი იმის გასაქარწყლებლად, რაც კონსტიტუციურ სარჩელში მათ წინააღმდეგ არის დაფიქსირებული.

„თუკი გადავავლებთ თვალს გუშინ სასამართლო სხდომის დარბაზში განვითარებულ მოვლენებს, კონტრასტი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო. ერთი მხრივ, იყო ძალიან კონკრეტული, არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა კოლეგამ, ძალიან კონკრეტული კონსტიტუციური ბრალდებებით და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო ფაქტობრივად აბსოლუტურად უსაგნო მსჯელობა სხვადასხვა საქმისათვის არარელევანტურ საკითხებზე, გარემოებებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მხარეს ფაქტობრივად არ გააჩნია არავითარი არგუმენტი იმის გასაქარწყლებლად, რაც ჩვენ, ჩვენი მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში მათ წინააღმდეგ დავაფიქსირეთ და ჩავწერეთ“,- განაცხადა ჭეიშვილმა.

ჭეიშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარის მხრიდან „დემაგოგიური მასკარადი“ გაგრძელდება. ასევე ეხმიანება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მოპასუხე მხარის შეფასებებსაც, რომ თითქოს ისინი დასკვნის დაკნინებას ცდილობენ. საპასუხოდ აცხადებს, რომ ეს იმ ადამიანების შეურაცხყოფაა, რომელთა ტრაგიკული ისტორიებიც ამ დასკვნაშია ასახული.

„დღესაც, პირველი არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად სხვადასხვა საკითხებზე ყურადღების გადატანის კვალდაკვალ მოახდინონ როგორმე თავის, ასე ვთქვათ, დაძვრენა იმ საკითხებისაგან, რომელიც რეალურად არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და რომელიც, რაც მთავარია, წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით ჩვენ საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან, რაც არის გამოხატული მათ მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ნაბიჯებში, კონკრეტულ ქმედებებში და ერთიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მერამდენე შემთხვევა არის, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, როგორღაც დააკნინოს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ ამ დოკუმენტს, ხან ეს არის თურმე თხზულებათა კრებული, ხან ეს არის ბელეტრისტიკა. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართველი ხალხის და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომელთა ისტორიები, რომელთა უფლებების დარღვევის შესახებ შესაბამისი ცნობები და ინფორმაცია არის ასახული ამ დოკუმენტში. ძალიან სამწუხაროა, რომ დღესაც კი, აი, ამდენი ხნის შემდეგ, ისინი ვერ აცნობიერებენ ან არ უნდათ უბრალოდ, რომ გააცნობიერონ იმ დანაშაულებრივი საქმიანობის მასშტაბი, რომელიც უკავშირდება სწორედ იმ პერიოდს, როცა თავად იყვნენ ისინი ხელისუფლებაში და ეს პერიოდი არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის ეპოქა“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: უკვე იკვეთება ის, რომ მოპასუხე მხარეს აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სუსტი პოზიციები. ეს მოსალოდნელიც იყო - თავად მოპასუხე მხარემ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის ის, თუ რა მასშტაბის დანაშაულები მიუძღვის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღესაც, პირველი არის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად სხვადასხვა საკითხებზე ყურადღების გადატანის კვალდაკვალ მოახდინონ როგორმე თავის, ასე ვთქვათ, დაძვრენა იმ საკითხებისაგან, რომელიც რეალურად არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და რომელიც, რაც მთავარია, წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით ჩვენ საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან, რაც არის გამოხატული მათ მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ნაბიჯებში, კონკრეტულ ქმედებებში და ერთიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე მერამდენე შემთხვევა არის, როდესაც მოპასუხე მხარე ცდილობს, როგორღაც დააკნინოს დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებენ ამ დოკუმენტს, ხან ეს არის თურმე თხზულებათა კრებული, ხან ეს არის ბელეტრისტიკა. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა ქართველი ხალხის და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომელთა ისტორიები, რომელთა უფლებების დარღვევის შესახებ შესაბამისი ცნობები და ინფორმაცია არის ასახული ამ დოკუმენტში. ძალიან სამწუხაროა, რომ დღესაც კი, აი, ამდენი ხნის შემდეგ, ისინი ვერ აცნობიერებენ ან არ უნდათ უბრალოდ, რომ გააცნობიერონ იმ დანაშაულებრივი საქმიანობის მასშტაბი, რომელიც უკავშირდება სწორედ იმ პერიოდს, როცა თავად იყვნენ ისინი ხელისუფლებაში და ეს პერიოდი არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც „ნაცმოძრაობის“ სადისტური რეჟიმის ეპოქა“
თორნიკე ჭეიშვილი
„თუკი გადავავლებთ თვალს გუშინ სასამართლო სხდომის დარბაზში განვითარებულ მოვლენებს, კონტრასტი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო. ერთი მხრივ, იყო ძალიან კონკრეტული, არგუმენტირებული მსჯელობა კონსტიტუციური სარჩელიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა კოლეგამ, ძალიან კონკრეტული კონსტიტუციური ბრალდებებით და მეორე მხრივ, ამის პასუხად, ჩვენ მოვისმინეთ დემაგოგიური ნარატივი, რომელიც იყო ფაქტობრივად აბსოლუტურად უსაგნო მსჯელობა სხვადასხვა საქმისათვის არარელევანტურ საკითხებზე, გარემოებებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მხარეს ფაქტობრივად არ გააჩნია არავითარი არგუმენტი იმის გასაქარწყლებლად, რაც ჩვენ, ჩვენი მხრივ, კონსტიტუციურ სარჩელში მათ წინააღმდეგ დავაფიქსირეთ და ჩავწერეთ“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები