ევა გოცირიძე მაია კოპალეიშვილს - ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო? ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის - სრულიად შეუფერებელი იყო ჩემ მიმართ თქვენი კომენტარი, რომ სარჩელი არ მაქვს წაკითხული
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე მოსამართლე ევა გოცირიძესა და მაია კოპალეიშვილს შორის კამათი მოხდა. კოპალეიშვილმა მოსამართლე სარჩელის უცოდინარობაში დაადანაშაულა, რაც გოცირიძემ მის მიმართ სრულიად შეუფერებელ კომენტარად შეაფასა.

ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო, ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის. მაინტერესებდა გულწრფელად, რას ნიშნავს თქვენი პოზიცია და თქვენი კომენტარები იყო სრულიად შეუფერებელი ჩემ მიმართ, რომ არ მაქვს სარჩელი წაკითხული, - ასე უპასუხა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას მოსამართლე ევა გოცირიძემ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლის მაია კოპალეიშვილის შენიშვნას, რომლის თქმითაც, რჩება შთაბეჭდილება, რომ გოცირიძეს საკონსტიტუციო სარჩელი სათანადოდ არ აქვს შესწავლილი.
„თქვენი მოსაზრებით პარლამენტში შეჭრა, როგორც ასეთი სიტყვათა კავშირი, უნდა გულისხმობდეს პარლამენტში ისეთ შესვლას, რომელსაც თან ახლავს ძალადობის გამოყენება? ამას გულისხმობდით ?
ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო. ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის. მაინტერესებდა გულწრფელად, რას ნიშნავს თქვენი პოზიცია და თქვენი კომენტარები იყო სრულიად შეუფერებელი ჩემ მიმართ, რომ არ მაქვს სარჩელი წაკითხული“, - განაცხადა მოსამართლე ევა გოცირიძემ.
საპასუხოდ კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ მოსამართლის კითხვები სწორედ ამ მოცემულობას ადასტურებს, რომ ის სათანადოდ არ იცნობს სარჩელის შინაარს.
„კითხვებში ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დროს თქვენ მიგაჩნიათ, რომ ნაკლებ მნიშვნელოვანია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს საკითხები შეფასდეს არა მოსარჩელეთა პოლიტიკური შეფასებების შესაბამისად, არამედ შეფასდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს სამართალში. ჩემი პოზიცია არის ის, რომ შეფასდეს შესაბამისი სტანდარტებით კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, რომელსაც სარჩელში ისინი წარმოადგენენ,“- განაცხადა კოპალეიშვილმა.
მოსამართლე ევა გოცირიძე საკითხის იმგვარ ფორმულირებას, როგორც ეს კოპალეიშვილმა წარადგინა, არ დაეთანხმა: „არა მე არ მითქვამს [რომ ნაკლებ მნიშვნელოვანია] მე ვთქვი, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა როგორც სამართლებრივ ტერმინს მე არ ვიცნობ -მეთქი“, - განაცხადა მოსამართლემ.
კამათში ჩაერთო მოპასუხე მხარის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ნიკა გვარამია, რომელმაც განმარტა, რომ ეს ტერმინი სისხლის სამართლის შემადგენლობაა.
„სისხლის სამართლის შემადგენლობაა, რას ჰქვია არ იცნობთ. ტერმინია - ლათინური სიტყვა კი არ არის, ტერმინი მხოლოდ“, - განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ კამათი საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში გამოიწვია მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვამ, „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ როგორც სამართლებრივი ტერმინი არსებობს თუ არა.
„ქალბატონო ევა, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ კონსტიტუციური სარჩელი სათანადო მიმართულებით არ გაქვთ შესწავლილი. იცით, რატომ მრჩება ეს შთაბეჭდილება?! თქვენ, მაგალითად, ყურადღება არ მიაქციეთ ისეთ დეტალებს, რომელსაც მოსარჩელე ჩვენს საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად იყენებს“,- უპასუხა მას მაია კოპალეიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„სისხლის სამართლის შემადგენლობაა, რას ჰქვია არ იცნობთ. ტერმინია - ლათინური სიტყვა კი არ არის, ტერმინი მხოლოდ“
„ქალბატონო ევა, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ კონსტიტუციური სარჩელი სათანადო მიმართულებით არ გაქვთ შესწავლილი. იცით, რატომ მრჩება ეს შთაბეჭდილება?! თქვენ, მაგალითად, ყურადღება არ მიაქციეთ ისეთ დეტალებს, რომელსაც მოსარჩელე ჩვენს საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად იყენებს“
„თქვენი მოსაზრებით პარლამენტში შეჭრა, როგორც ასეთი სიტყვათა კავშირი, უნდა გულისხმობდეს პარლამენტში ისეთ შესვლას, რომელსაც თან ახლავს ძალადობის გამოყენება? ამას გულისხმობდით ? ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო. ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის. მაინტერესებდა გულწრფელად, რას ნიშნავს თქვენი პოზიცია და თქვენი კომენტარები იყო სრულიად შეუფერებელი ჩემ მიმართ, რომ არ მაქვს სარჩელი წაკითხული“
„კითხვებში ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ეს საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დროს თქვენ მიგაჩნიათ, რომ ნაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენ ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს საკითხები შეფასდეს არა მოსარჩელეთა პოლიტიკური შეფასებების შესაბამისად, არამედ შეფასდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც მოქმედებს სამართალში. ჩემი პოზიცია არის ის, რომ შეფასდეს შესაბამისი სტანდარტებით კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, რომელსაც სარჩელში ისინი წარმოადგენენ,“
„არა მე არ მითქვამს [რომ ნაკლებ მნიშვნელოვანია] მე ვთქვი, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა როგორც სამართლებრივ ტერმინს მე არ ვიცნობ -მეთქი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…