ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია კოპალეიშვილი მოსამართლე ევა გოცირიძეს - შთაბეჭდილება მრჩება, რომ კონსტიტუციური სარჩელი სათანადოდ არ გაქვთ შესწავლილი, მაგალითად, თქვენ ყურადღება არ მიაქციეთ დეტალებს, რომელსაც მოსარჩელე ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებს

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილმა მოსამართლე ევა გოცირიძეს განუცხადა, რომ მას სარჩელი სათანადოდ არ აქვს შესწავლილი, რის გამოც თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მას სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართვის წესების დაცვა მოსთხოვა.

მაია კოპალეიშვილი მოსამართლე ევა გოცირიძეს - შთაბეჭდილება მრჩება, რომ კონსტიტუციური სარჩელი სათანადოდ არ გაქვთ შესწავლილი, მაგალითად, თქვენ ყურადღება არ მიაქციეთ დეტალებს, რომელსაც მოსარჩელე ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებს
მაია კოპალეიშვილი მოსამართლე ევა გოცირიძეს - შთაბეჭდილება მრჩება, რომ კონსტიტუციური სარჩელი სათანადოდ არ გაქვთ შესწავლილი, მაგალითად, თქვენ ყურადღება არ მიაქციეთ დეტალებს, რომელსაც მოსარჩელე ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებსინტერპრესნიუსი

ქალბატონო ევა, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ თქვენ კონსტიტუციური სარჩელი სათანადო მიმართულებით არ გაქვთ შესწავლილი. იცით, რატომ მრჩება ეს შთაბეჭდილება?! თქვენ, მაგალითად, ყურადღება არ მიაქციეთ ისეთ დეტალებს, რომელსაც მოსარჩელე ჩვენს საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად იყენებს, - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძეს.

მაია კოპალეიშვილის აღნიშნული შენიშვნა მოჰყვა ევა გოცირიძის კითხვას, „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ როგორც სამართლებრივი ტერმინი არსებობს თუ არა.

„პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ ასეთი ტერმინი სამართლებრივი რაიმე საყოველთაო გაგებით არსებობს, რომ მერე ამ ტერმინის ადეკვატურ გამოყენებაზე ვისაუბროთ? პარლამენტში შეჭრა ფაქტის მტკიცებაა მათი მხრიდან. საბოტაჟი არის, კი ბატონო და ფართო განმარტება აქვს საბოტაჟსაც და „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ ასეთი ტერმინი რომელიმე სამართლებრივ ლექსიკონში შეგვხვდება?“- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მაია კოპალეიშვილის განმარტებით, მოსარჩელე ამ ტერმინს მოპასუხისთვის დანაშაულის დამტკიცებისთვის იყენებს.

„აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შეჭრა, პარლამენტში შეჭრის მცდელობა როგორ უნდა განვიხილოთ აკადემიურ და სამართლებრივ ჭრილში, აქ იმაზეა საუბარი, რომ მათი მიზანია ეს მიაწერონ პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ჰქვია გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ტესტები, რომელიც უკვე დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკის მქონე სასამართლოებმა, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ. მან, ჯერ კიდევ, წინა საუკუნეში დაადგინა ეს ტესტი. იცით, რა არის მნიშვნელოვანი? მე მინდა რომ სასამართლომ ამაზე ყურადღება გაამახვილოს. მოსარჩელეები ისე აღნიშნავენ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას, რომ ყურადღებას არ აქცევენ. აქ მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანებებს აკრძალვაზე კი არ არის საუბარი, პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა განიხილება მჭიდროდ გამოხატვის თავისუფლების ჭრილში და როდესაც საუბარია პარლამენტში შეჭრის მათი მხრიდან ფაქტების გამოყენებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში ხდება გარკვეული საკითხები. დემოკრატია სწორედ იმას გულისხმობს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მე რომ რაიმე განცხადებას გავაკეთებ, ეს რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყოს ბატონი მოსარჩელეთა ყურებისათვის, უნდა მოისმინონ და მოითმინონ კიდევაც“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მას სიტყვა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ მას სასამართლოსთვის მიმართვა არ უნდა ეშლებოდეს.

„თქვენ არ უნდა გეშლებოდეთ, როგორ უნდა მიმართოთ სასამართლოს. თავი შევიკავოთ იმის შეფასებისგან, როგორ აქვს სასამართლოს სარჩელი წაკითხული, ეს თქვენ ნამდვილად არ იცით, იმიტომ, რომ რაიმე პოზიცია სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია და ვერავინ გააკეთებს ამის დასკვნას“, - განაცხადა ნადარაიამ.

„ასეც უნდა იყოს, მაგრამ კითხვებში მჟღავნდება“, - უპასუხა მას კოპალეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურინუ ეძებთ შავ კატას იქ, სადაც არ არის - კამათი საკონსტიტუციოში
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევა გოცირიძე მაია კოპალეიშვილს - ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო? ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის - სრულიად შეუფერებელი იყო ჩემ მიმართ თქვენი კომენტარი, რომ სარჩელი არ მაქვს წაკითხული
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ ასეთი ტერმინი სამართლებრივი რაიმე საყოველთაო გაგებით არსებობს, რომ მერე ამ ტერმინის ადეკვატურ გამოყენებაზე ვისაუბროთ? პარლამენტში შეჭრა ფაქტის მტკიცებაა მათი მხრიდან. საბოტაჟი არის, კი ბატონო და ფართო განმარტება აქვს საბოტაჟსაც და „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ ასეთი ტერმინი რომელიმე სამართლებრივ ლექსიკონში შეგვხვდება?“
მაია კოპალეიშვილი
„აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შეჭრა, პარლამენტში შეჭრის მცდელობა როგორ უნდა განვიხილოთ აკადემიურ და სამართლებრივ ჭრილში, აქ იმაზეა საუბარი, რომ მათი მიზანია ეს მიაწერონ პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ჰქვია გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ტესტები, რომელიც უკვე დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკის მქონე სასამართლოებმა, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ. მან, ჯერ კიდევ, წინა საუკუნეში დაადგინა ეს ტესტი. იცით, რა არის მნიშვნელოვანი? მე მინდა რომ სასამართლომ ამაზე ყურადღება გაამახვილოს. მოსარჩელეები ისე აღნიშნავენ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას, რომ ყურადღებას არ აქცევენ. აქ მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანებებს აკრძალვაზე კი არ არის საუბარი, პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა განიხილება მჭიდროდ გამოხატვის თავისუფლების ჭრილში და როდესაც საუბარია პარლამენტში შეჭრის მათი მხრიდან ფაქტების გამოყენებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში ხდება გარკვეული საკითხები. დემოკრატია სწორედ იმას გულისხმობს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მე რომ რაიმე განცხადებას გავაკეთებ, ეს რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყოს ბატონი მოსარჩელეთა ყურებისათვის, უნდა მოისმინონ და მოითმინონ კიდევაც“
მაია კოპალეიშვილი
„თქვენ არ უნდა გეშლებოდეთ, როგორ უნდა მიმართოთ სასამართლოს. თავი შევიკავოთ იმის შეფასებისგან, როგორ აქვს სასამართლოს სარჩელი წაკითხული, ეს თქვენ ნამდვილად არ იცით, იმიტომ, რომ რაიმე პოზიცია სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია და ვერავინ გააკეთებს ამის დასკვნას“
„ასეც უნდა იყოს, მაგრამ კითხვებში მჟღავნდება“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე? - კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები