ნუ ეძებთ შავ კატას იქ, სადაც არ არის - კამათი საკონსტიტუციოში
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა: მაია კოპალეიშვილმა მოსამართლე ევა გოცირიძეს სარჩელის არაჯეროვან შესწავლაზე მიანიშნა, რასაც გოცირიძისა და თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას მკაცრი რეპლიკები მოჰყვა.

კამათი იყო ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საქმის განხილვა მიმდინარეობს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა მოსამართლე ევა გოცირიძეს უთხრა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სარჩელი სათანადოდ არ ჰქონდა შესწავლილი.
ეს შეფაება კოპალეიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გოცირიძემ იკითხა, არსებობს თუ არა სამართლებრივი ტერმინი "პარლამენტში შეჭრა".
"შეიძლება, რაღაც ვერ გავიგე და დავაზუსტე, ნუ ეძებთ შავ კატას იქ, სადაც არ არის... თქვენი კომენტარები იყო სრულიად შეუფერებელი იმასთან დაკავშირებით, რომ არ მაქვს სარჩელი წაკითხული," - უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს.
„პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ ასეთი ტერმინი სამართლებრივი რაიმე საყოველთაო გაგებით არსებობს, რომ მერე ამ ტერმინის ადეკვატურ გამოყენებაზე ვისაუბროთ? პარლამენტში შეჭრა ფაქტის მტკიცებაა მათი მხრიდან. საბოტაჟი არის, კი ბატონო და ფართო განმარტება აქვს საბოტაჟსაც და „პარლამენტში შეჭრის მცდელობა“ ასეთი ტერმინი რომელიმე სამართლებრივ ლექსიკონში შეგვხვდება?“- თქვა მაია კოპალეიშვილმა ევა გოცირიძის მისამართით.
მაია კოპალეიშვილმა განმარტა, რომ მოსარჩელე ამ ტერმინს მოპასუხისთვის დანაშაულის დამტკიცებისთვის იყენებს.
„აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ შეჭრა, პარლამენტში შეჭრის მცდელობა როგორ უნდა განვიხილოთ აკადემიურ და სამართლებრივ ჭრილში, აქ იმაზეა საუბარი, რომ მათი მიზანია ეს მიაწერონ პოლიტიკურ პარტიებს იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ჰქვია გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ტესტები, რომელიც უკვე დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკის მქონე სასამართლოებმა, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ. მან, ჯერ კიდევ, წინა საუკუნეში დაადგინა ეს ტესტი. იცით, რა არის მნიშვნელოვანი? მე მინდა რომ სასამართლომ ამაზე ყურადღება გაამახვილოს. მოსარჩელეები ისე აღნიშნავენ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას, რომ ყურადღებას არ აქცევენ. აქ მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანებებს აკრძალვაზე კი არ არის საუბარი, პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა განიხილება მჭიდროდ გამოხატვის თავისუფლების ჭრილში და როდესაც საუბარია პარლამენტში შეჭრის მათი მხრიდან ფაქტების გამოყენებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში ხდება გარკვეული საკითხები. დემოკრატია სწორედ იმას გულისხმობს, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მე რომ რაიმე განცხადებას გავაკეთებ, ეს რაც არ უნდა ცუდი მოსასმენი იყოს ბატონი მოსარჩელეთა ყურებისათვის, უნდა მოისმინონ და მოითმინონ კიდევაც“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
ამის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ კოპალეიშვილს სიტყვა შეაწყვეტინა.
„თქვენ არ უნდა გეშლებოდეთ, როგორ უნდა მიმართოთ სასამართლოს. თავი შევიკავოთ იმის შეფასებისგან, როგორ აქვს სასამართლოს სარჩელი წაკითხული, ეს თქვენ ნამდვილად არ იცით, იმიტომ, რომ რაიმე პოზიცია სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია და ვერავინ გააკეთებს ამის დასკვნას“, - განაცხადა ნადარაიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენს. საქმეს, რომელიც პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე 21 ოქტომბრიდან განიხილება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით სწავლობს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამაია კოპალეიშვილი მოსამართლე ევა გოცირიძეს - შთაბეჭდილება მრჩება, რომ კონსტიტუციური სარჩელი სათანადოდ არ გაქვთ შესწავლილი, მაგალითად, თქვენ ყურადღება არ მიაქციეთ დეტალებს, რომელსაც მოსარჩელე ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებს
ევა გოცირიძე მაია კოპალეიშვილს - ხომ შეიძლება რაღაც ვერ გავიგო და დავაზუსტო? ნუ ეძებთ შავ კატას, სადაც ის არ არის - სრულიად შეუფერებელი იყო ჩემ მიმართ თქვენი კომენტარი, რომ სარჩელი არ მაქვს წაკითხული
ციტატები სტატიიდან
„შეიძლება, რაღაც ვერ გავიგე და დავაზუსტე, ნუ ეძებთ შავ კატას იქ, სადაც არ არის... თქვენი კომენტარები იყო სრულიად შეუფერებელი იმასთან დაკავშირებით, რომ არ მაქვს სარჩელი წაკითხული,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…