ამ ეტაპზე არ განიხილავთ რაიმე სახის სამშენებლო პროექტს რიყის ტერიტორიაზე – მერია
თბილისის მერია სიცრუეს უწოდებს ცნობებს, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყეზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, და აცხადებს, რომ პროექტს არ განიხილავს. იურისტ ირაკლი აბესაძის მტკიცებით კი, ინვესტორი დოკუმენტაციის გარეშე 67 ათასზე მეტი კვ.მ ფართობის შენობის აგებას ითხოვს.

თბილისის მერიის განცხადებით, კომპანია „რიყე დომს“ რიყის ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით საპროექტო წინადადება ჯერ არ წარუდგენია და შესაბამისად, სიცრუეა, რომ 10- სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10- სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შემოსულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება.
თუმცა, განცხადებასთან ერთად არ არის წარმოდგენილი განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, არც საპროექტო წინადადება, განმარტებითი ბარათი და განვითარების ესკიზური ვარიანტი, რომელიც შემდგომში დამატებით უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.
შესაბამისად, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს არც განცხადებას და მით უფრო, რაიმე სახის სამშენებლო პროექტს. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, დაეყრდნონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას, ნუ ავრცელებენ ტყუილს და ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში“, – აცხადებს თბილისის მერია.
რიყეზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემაზე თბილისის მერიამ წარმოება დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად იურისტმა, ყოფილმა დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ გაავრცელა.
დოკუმენტაციაში დამკვეთად მითითებულია ომერ ქირაჩი, რომელიც თურქი ბიზნესმენი, „შპს რიყე დომ-ის“ დირექტორია. რიყის დოქები სწორედ ამ შპს-ს საკუთრებაში იყო.
მიწის ფართობი, ჯამში, 14,591 კვ.მ-ია, კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობად კი მითითებულია – 67,761 კვ.მ. ეს არ ნიშნავს, რომ შენობა არ შეიძლება უფრო დიდი ფართობის იყოს – ეს დეტალი შემდეგ ეტაპზე გაირკვევა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით.
ერთი ფაილის გარდა, სხვა დოკუმენტები ან კვლევა ამ ეტაპზე წარდგენილი არაა.
„ამ ეტაპზე „ინვესტორი“ შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას, რაც მიწის ნაკვეთისთვის მოთხოვნილი ფუნქციური ზონის (სსზ-2) გათვალისწინებით დაახლოებით 1-0 სართულიან შენობას ნიშნავს, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, უკვე ცნობილია, რომ სასტუმრო განთავსდება, რაც აქ კაზინოს, რესტორნების და სხვა თანმდევი პროფილის დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობასაც ნიშნავს“, – წერს ირაკლი აბესაძე.
აბესაძის აზრით, „რიყის დოქების“ ტერიტორიის შემდგომი განვითარება მხოლოდ რიყის პარკთან მისი გაერთიანება შეიძლება იყოს.
„მერიამ სულ მინიმუმ უნდა უზრუნველყოს „ინვესტორის“ წინადადების რეალური და არა ფორმალური საჯარო განხილვა და ყველა მიმართულების სპეციალისტების ფართო ჩართულობა“, – წერს ირაკლი აბესაძე.
მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტომონტაჟიც.
რიყის დოქების ადგილზე ინვესტორი მინიმუმ 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიათბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რიყეზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას
თბილისის მერია არ ადასტურებს ინფორმაციას თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს: გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.
თბილისის მერია – ინფორმაცია, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე
თბილისის მერია: „მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა“
რიყეზე, დოქების ადგილას, 10 სართულიანი სასტუმროს კორპუსების აშენებაზე ნებართვა არ შემოსულა – მერია განცხადებას ავრცელებს
ციტატები სტატიიდან
„ამ ეტაპზე „ინვესტორი“ შესაბამისი დოკუმენტაციისა და კვლევების წარდგენის გარეშე ითხოვს 67,761 კვ.მ ფართობის შენობის მშენებლობას, რაც მიწის ნაკვეთისთვის მოთხოვნილი ფუნქციური ზონის (სსზ-2) გათვალისწინებით დაახლოებით 1-0 სართულიან შენობას ნიშნავს, სადაც ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი განკარგულებით, უკვე ცნობილია, რომ სასტუმრო განთავსდება, რაც აქ კაზინოს, რესტორნების და სხვა თანმდევი პროფილის დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობასაც ნიშნავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…