თბილისის მერია – ინფორმაცია, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე
თბილისის მერია სრულ სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. მერიის ცნობით, მსგავსი პროექტი მუნიციპალიტეტში არ შემოსულა და არც განიხილება.

გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შესულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება. ამასთან, მერიის ცნობით, განცხადებასთან ერთად არ არის წარმოდგენილი განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, არც საპროექტო წინადადება, განმარტებითი ბარათი და განვითარების ესკიზური ვარიანტი, რომელიც შემდგომში დამატებით უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.
„შესაბამისად, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს არც განცხადებას და მით უფრო, რაიმე სახის სამშენებლო პროექტს.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, დაეყრდნონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას, ნუ ავრცელებენ ტყუილს და ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიათბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რიყეზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას
თბილისის მერია არ ადასტურებს ინფორმაციას თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს: გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.
თბილისის მერია: „მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა“
რიყეზე, დოქების ადგილას, 10 სართულიანი სასტუმროს კორპუსების აშენებაზე ნებართვა არ შემოსულა – მერია განცხადებას ავრცელებს
ამ ეტაპზე არ განიხილავთ რაიმე სახის სამშენებლო პროექტს რიყის ტერიტორიაზე – მერია
ციტატები სტატიიდან
„შესაბამისად, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს არც განცხადებას და მით უფრო, რაიმე სახის სამშენებლო პროექტს. მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, დაეყრდნონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას, ნუ ავრცელებენ ტყუილს და ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…