ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რიყეზე, დოქების ადგილას, 10 სართულიანი სასტუმროს კორპუსების აშენებაზე ნებართვა არ შემოსულა – მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია

თბილისის მერია რიყეზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს. უწყების განცხადებით, მუნიციპალიტეტში მსგავსი პროექტი არ შემოსულა და ამ ეტაპზე რაიმე სახის სამშენებლო პროექტი არ განიხილება.

რიყეზე, დოქების ადგილას, 10 სართულიანი სასტუმროს კორპუსების აშენებაზე ნებართვა არ შემოსულა – მერია განცხადებას ავრცელებს
რიყეზე, დოქების ადგილას, 10 სართულიანი სასტუმროს კორპუსების აშენებაზე ნებართვა არ შემოსულა – მერია განცხადებას ავრცელებსალია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ რიყეზე, დოქების ადგილას, 10 სართულიანი სასტუმროს კორპუსები არ აშენდება:

,,გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა.

თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შემოსულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება.

თუმცა, განცხადებასთან ერთად არ არის წარმოდგენილი განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია, მათ შორის, არც საპროექტო წინადადება, განმარტებითი ბარათი და განვითარების ესკიზური ვარიანტი, რომელიც შემდგომში დამატებით უნდა განიხილოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ.

შესაბამისად, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი არ განიხილავს არც განცხადებას და მით უფრო, რაიმე სახის სამშენებლო პროექტს.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, დაეყრდნონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციას, ნუ ავრცელებენ ტყუილს და ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რიყეზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას
  2. იმედინიუსისამთავრობოთბილისის მერია არ ადასტურებს ინფორმაციას თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს: გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას.
  3. პირველი არხისამთავრობოთბილისის მერია – ინფორმაცია, თითქოს კომპანია „რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე
  4. POSTVსამთავრობოთბილისის მერია: „მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა“
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიამ ეტაპზე არ განიხილავთ რაიმე სახის სამშენებლო პროექტს რიყის ტერიტორიაზე – მერია
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აბესაძე: დოქების ნაცვლად ინვესტორი 67,761 კვ.მ აშენებას ითხოვს, რაც 10-სართულიან შენობას ნიშნავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები