ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდება

ესპანური მედიის ცნობით, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ხუთ ორგანიზაციას აფინანსებს. ამასთან, დოკუმენტები არ ადასტურებს, რომ ევროკავშირის თანხები ძალადობის დასაფინანსებლად გამოიყენეს ან ორგანიზაციებმა ძალადობრივი ინციდენტები თავად მოაწყვეს.

ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდება
ევროკომისია მორიგ სკანდალში გაეხვა - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ხუთი ორგანიზაცია ევროკომისიიდან ფინანსდებაიმედინიუსი

ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციას აფინანსებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს მხარს უჭერდნენ, დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ ან პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებდნენ. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

საუბარია „საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგაზე“ (LDH), „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციაზე“ (FIDH), „წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციაზე“ (OMCT) და იტალიურ ორგანიზაციებზე - ARCI-სა და პროფკავშირულ კონფედერაცია CGIL-ზე.

მედიის მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, ხუთივე ორგანიზაციას ევროკავშირის დაფინანსებასთან ან ბრიუსელის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ფინანსური კავშირები აქვს. ამასთან, არსებული მონაცემები არ ადასტურებს, რომ ევროკავშირის თანხები მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ძარცვისა და ძალადობის დასაფინანსებლად გამოიყენეს ან რომ ამ ორგანიზაციებმა თავად მოაწყვეს ძალადობრივი ინციდენტები.

ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ (FIDH) 2024 წლის იანვარში ევროკომისიასთან ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გამოაცხადა. პროგრამა 2023-2027 წლების პერიოდს მოიცავს და ევროკავშირის NDICI–CSO ინსტრუმენტის ფარგლებში ხორციელდება. მისთვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი 5 555 500 ევროა. თუმცა, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის, რა წილი მოდის თითოეულ დამფინანსებელზე ან რა თანხებია უკვე გადარიცხული.

ფედერაცია კერძო ფინანსურ პარტნიორებს შორის ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულ Open Society Foundations-საც ასახელებს. 9 ოქტომბერს FIDH-მა საფრანგეთში სტუდენტების მოთხოვნებს დაუჭირა მხარი და პოლიციის მოქმედებები გააკრიტიკა.

„წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციამ“ (OMCT), რომელიც ასევე გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ფინანსური მონაცემები უფრო დეტალურად გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ჟენევის ანგარიშების თანახმად, 2024 წელს ევროკომისიისგან მიღებულმა თანხამ 1 925 276,05 შვეიცარიული ფრანკი შეადგინა. თანხა ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერის, წამების წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონული საქმიანობის ოთხ პროგრამაზე გადანაწილდა.

იმავე ფინანსურ დოკუმენტში მითითებულია, რომ Open Society Foundations-მა ორგანიზაციას დამატებით 620 616,71 შვეიცარიული ფრანკი გამოუყო ქსელ SOS-Torture-ის საქმიანობის მხარდასაჭერად. თუმცა, ანგარიშებში არ არის მითითებული, რომ რომელიმე ეს თანხა მიმდინარე საპროტესტო აქციების დასაფინანსებლად გადაირიცხა.

„საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგა“ (LDH) და იტალიური ასოციაცია ARCI მონაწილეობდნენ პროექტში Net4Defenders, რომელიც ევროკავშირის CERV პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 603 140 ევრო იყო. მისი კოორდინატორი ორგანიზაცია NOVACT-ი გახლდათ, ხოლო პროექტი 2024-2025 წლებში ხორციელდებოდა. აღნიშნული თანხა მთელ კონსორციუმს ეკუთვნის და არსებული მონაცემებით შეუძლებელია იმის დადგენა, კონკრეტულად რა ოდენობის დაფინანსება მიიღო თითოეულმა მონაწილემ.

LDH-მა 6 ოქტომბერს სტუდენტური აქციების ორგანიზებისა და მხარდაჭერისკენ მოწოდება გაავრცელა. მოგვიანებით ორგანიზაციამ FIDH-სა და OMCT-სთან ერთად ერთობლივ განცხადებასაც მოაწერა ხელი.

იტალიაში ARCI-მ პროფკავშირულ კონფედერაცია CGIL-თან ერთად მოქალაქეებს რომში 17 ოქტომბერს გამართულ დემონსტრაციაში La Via Maestra-ში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ევროკომისიის მიერ 2021 წლის თებერვალში გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, CGIL-ს 270 520 ევრო გამოეყო პროექტისთვის PIT (Posting in Transport). პროექტს თავად პროფკავშირი კოორდინირებდა და მისი მიზანი სატრანსპორტო სექტორში მივლინებული მუშაკების უფლებებზე მუშაობა იყო.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Visegrad 24-ის ცნობით, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები