მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება სამართკიანობისთვის ვიბრძვი – მაია კოპალეიშვილი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც მისი ყოფილი სტუდენტები არიან, პარტიების აკრძალვის ინიციატივით მრავალპარტიულობასა და დემოკრატიას აუქმებენ.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში “კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენელის მაია კოპალეიშვილის სტუდენტები იყვნენ.
კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახსნა-განმარტებისას ითხვა დასვა, როგორ შეიძლება მას და მის კოლეგებს ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შექმნას აბრალებდნენ, მაშინ, როცა მთელი ცხოვრება სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის იბრძვის.
,,არჩილ გორდულაძემ მოხსენებით სიტყვაში თქვა – მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე და საფრთხე რომ არ იყოს სახელმწიფოშიო, ამიტომ ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს და დავიცვათ დემოკრატიაო. მინდა გითხრათ, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის?! როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე და ჩემი კოლეგები წარმოვადგენთ თურმე საფრთხეს ამ ქვეყნის მომავლისთვის?
ასევე, ბატონმა გორდულაძემ აღნიშნა, რომ დემოკრატია უნდა დავიცვათო. როგორ დაიცავთ თქვენ დემოკრატიას ან როგორ იცავთ დემოკრატიას, როდესაც აუქმებთ მრავალპარტიულ არჩევნებს, აუქმებთ მრავალპარტიულობას ამ ქვეყანაში, რომელიც არის დემოკრატიის ნიშანსვეტი და გინდათ, რომ ერთპარტიული სისტემა, თქვენი პარტიის სახით დაამყაროთ ამ ქვეყანაში. ასე რომ, ბატონებო, თქვენი სიტყვები სცილდება ქმედებებს. პოლიტიკური პარტიები ფასდება ქმედებების მიხედვით და არა ლიტონი სიტყვებით. ძალიან გთხოვთ, როდესაც ჩვენზე საუბრობთ, მეტი სერიოზულობა გამოიჩინეთ საკითხისადმი“, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.(ტვ პირველი)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია"ოცნების" დეპუტატები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იმ პარტიის აკრძალვას ითხოვენ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი მათივე ლექტორი იყო
მაია კოპალეიშვილი - არჩილ გორდულაძემ თქვა: მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე, ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოსო - არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ?
ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე? - კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…