მაია კოპალეიშვილი - არჩილ გორდულაძემ თქვა: მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე, ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოსო - არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ?
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნება“ მრავალპარტიულობის გაუქმების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში ერთპარტიული სისტემის დამყარებას ცდილობს.

ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი - როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე და ჩემი კოლეგები წარმოვადგენთ თურმე საფრთხეს ამ ქვეყნის მომავლისთვის? - ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის წარდგენისას, მოსარჩელე მხარის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიის ნიშანსვეტი ქვეყანაში არის მრავალპარტიულობა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუქმებს.
„მოგეხსენებათ, დღეს 28 ოქტომბერია. 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველი თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა საქართველოში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან საკითხებს და რომელმაც, საბოლოოდ, ჩვენ 1991 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიგვიყვანა. 36-ე წლისთავია მრავალპარტიული არჩევნებისა და ტრაგიკულია, როდესაც გვიწევს სწორედ ამ მრავალპარტიული სისტემის გაუქმება, სწორედ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული სარჩელით.
არჩილ გორდულაძემ მოხსენებით სიტყვაში თქვა: მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე და საფრთხე რომ არ იყოს სახელმწიფოშიო, ამიტომ ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს და დავიცვათ დემოკრატიაო. მინდა გითხრათ, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის?! როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე და ჩემი კოლეგები წარმოვადგენთ თურმე საფრთხეს ამ ქვეყნის მომავლისთვის?
ასევე, ბატონმა გორდულაძემ აღნიშნა, რომ დემოკრატია უნდა დავიცვათო. როგორ დაიცავთ თქვენ დემოკრატიას ან როგორ იცავთ დემოკრატიას, როდესაც აუქმებთ მრავალპარტიულ არჩევნებს, აუქმებთ მრავალპარტიულობას ამ ქვეყანაში, რომელიც არის დემოკრატიის ნიშანსვეტი და გინდათ, რომ ერთპარტიული სისტემა, თქვენი პარტიის სახით დაამყაროთ ამ ქვეყანაში. ასე რომ, ბატონებო, თქვენი სიტყვები სცილდება ქმედებებს. პოლიტიკური პარტიები ფასდება ქმედებების მიხედვით და არა ლიტონი სიტყვებით. ძალიან გთხოვთ, როდესაც ჩვენზე საუბრობთ, მეტი სერიოზულობა გამოიჩინეთ საკითხისადმი“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია"ოცნების" დეპუტატები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იმ პარტიის აკრძალვას ითხოვენ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი მათივე ლექტორი იყო
ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე? - კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს
მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება სამართკიანობისთვის ვიბრძვი – მაია კოპალეიშვილი
ციტატები სტატიიდან
„მოგეხსენებათ, დღეს 28 ოქტომბერია. 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველი თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა საქართველოში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მნიშვნელოვან საკითხებს და რომელმაც, საბოლოოდ, ჩვენ 1991 წლის 9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიგვიყვანა. 36-ე წლისთავია მრავალპარტიული არჩევნებისა და ტრაგიკულია, როდესაც გვიწევს სწორედ ამ მრავალპარტიული სისტემის გაუქმება, სწორედ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული სარჩელით. არჩილ გორდულაძემ მოხსენებით სიტყვაში თქვა: მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე და საფრთხე რომ არ იყოს სახელმწიფოშიო, ამიტომ ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოს და დავიცვათ დემოკრატიაო. მინდა გითხრათ, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის?! როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე და ჩემი კოლეგები წარმოვადგენთ თურმე საფრთხეს ამ ქვეყნის მომავლისთვის? ასევე, ბატონმა გორდულაძემ აღნიშნა, რომ დემოკრატია უნდა დავიცვათო. როგორ დაიცავთ თქვენ დემოკრატიას ან როგორ იცავთ დემოკრატიას, როდესაც აუქმებთ მრავალპარტიულ არჩევნებს, აუქმებთ მრავალპარტიულობას ამ ქვეყანაში, რომელიც არის დემოკრატიის ნიშანსვეტი და გინდათ, რომ ერთპარტიული სისტემა, თქვენი პარტიის სახით დაამყაროთ ამ ქვეყანაში. ასე რომ, ბატონებო, თქვენი სიტყვები სცილდება ქმედებებს. პოლიტიკური პარტიები ფასდება ქმედებების მიხედვით და არა ლიტონი სიტყვებით. ძალიან გთხოვთ, როდესაც ჩვენზე საუბრობთ, მეტი სერიოზულობა გამოიჩინეთ საკითხისადმი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…