"ოცნების" დეპუტატები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იმ პარტიის აკრძალვას ითხოვენ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი მათივე ლექტორი იყო
მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი მისი სტუდენტები იყვნენ და იკითხა, თუ რატომ აბრალებენ ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას მას და მის კოლეგებს.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელის მაია კოპალეიშვილის სტუდენტები იყვნენ.
კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ახსნა-განმარტებისას ითხვა დასვა, როგორ შეიძლება მას და მის კოლეგებს ქვეყნის მომავლისთვის საფრთხის შექმნას აბრალებდნენ, მაშინ, როცა მთელი ცხოვრება სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის იბრძვის.
"ბატონებო, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მე მაინტერესებს, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე, მაია გოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე წარმოვადგენ თურმე საფრთხეს და ჩემი კოლეგები ამ ქვეყნის მომავლისთვის", — თქვა კოპალეიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ბატონებო, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე მაინტერესებს, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე, მაია გოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე წარმოვადგენ თურმე საფრთხეს და ჩემი კოლეგები ამ ქვეყნის მომავლისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…