ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია კოპალეიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის სრული ფესვგადგმა უნდა - მინდა მათ ვუთხრა, რომ შეფუთული მოქმედებებით ვერავის მოატყუებენ იმიტომ, რომ მათი სარჩელი დაუსაბუთებელია და წმინდა პოლიტიკური მიზნები აქვს

კოალიცია ცვლილებისთვისსაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის ფესვგადგმა და ერთპარტიული სისტემის დამკვიდრება სურს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი კი დაუსაბუთებელია და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

მაია კოპალეიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის სრული ფესვგადგმა უნდა - მინდა მათ ვუთხრა, რომ შეფუთული მოქმედებებით ვერავის მოატყუებენ იმიტომ, რომ მათი სარჩელი დაუსაბუთებელია და წმინდა პოლიტიკური მიზნები აქვს
მაია კოპალეიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის სრული ფესვგადგმა უნდა - მინდა მათ ვუთხრა, რომ შეფუთული მოქმედებებით ვერავის მოატყუებენ იმიტომ, რომ მათი სარჩელი დაუსაბუთებელია და წმინდა პოლიტიკური მიზნები აქვსინტერპრესნიუსი

ისინი იბრძვიან მხოლოდ ერთპარტიული სისტემის დამკვიდრებისთვის, უნდათ რომ მათი სატელიტი პოლიტიკური პარტიები შემდეგ აამოქმედონ, - ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მაია კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვას.

მისი განმარტებით, მმართველი გუნდის სარჩელი სრულიად დაუსაბუთებელია, ატარებს წმინდად პოლიტიკურ ხასიათს და მიზნად ისახავს ქვეყანაში ავტორიტარიზმისა და ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებას.

კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ არცერთ მოპასუხე პოლიტიკურ სუბიექტს არ ჩაუდენია არანაირი ანტიკონსტიტუციური ქმედება, რომელიც მათი აკრძალვის საფუძველი გახდებოდა, ხოლო „ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ ზრახვებს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ახორციელებს“.

„მმართველი გუნდი ბუნებრივია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მათი პოლიტიკური მიზანია და არა სამართლებრივი, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და თითქოს დემოკრატიის გადარჩენისთვის იბრძვიან. არა! ისინი იბრძვიან მხოლოდ ერთპარტიული სისტემის დამკვიდრებისთვის, უნდათ, რომ მათი სატელიტი პოლიტიკური პარტიები შემდეგ აამოქმედონ და ისინი წარმოადგინონ, თითქოს რეალური ოპოზიციაა. ფაქტობრივად ის მდგომარეობაა რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ავტორიტარიზმის სრული ფესვგადგმა, დაწყებული აქვთ ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბება. „ქართულ ოცნებას“ მინდა ვუთხრა, რომ ისინი ასე შეფუთული მოქმედებებით, ვერავის ვერ მოატყუებენ, იმიტომ რომ მათი სარჩელი დაუსაბუთებელია, წმინდა პოლიტიკური მიზნები აქვს და არცერთ პოლიტიკურ პარტიას რომელიც მოპასუხედ ჰყავს დაყენებული, არ ჩაუდენია კონსტიტუციის საწინააღმდეგო არცერთი ქმედება, არ არსებობს მათი აკრძალვის არცერთი კონსტიტუციური საფუძველი. „ქართული ოცნება“ მის პოლიტიკურ მიზნებს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით ახორციელებს, თუკი ბრმად დაჰყვება საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მიზნებს”,- განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია კოპალეიშვილი - არჩილ გორდულაძემ თქვა: მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე, ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოსო - არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები