ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე? - კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს
მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვაზე „ქართული ოცნება“ მრავალპარტიულობის გაუქმების მცდელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისი ყოფილი სტუდენტები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი, ახლა მას საფრთხედ წარმოაჩენენ.

კოპალეიშვილმა ეს განცხადება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინტერესებს იცავს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე.
„მინდა გითხრათ, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე მაინტერესებს, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე წარმოვადგენ თურმე საფრთხეს და ჩემი კოლეგები ამ ქვეყნის მომავლისთვის.
როგორ დაიცავთ თქვენ დემოკრატიას, როდესაც აუქმებთ მრავალპარტიულობას და გინდათ, რომ ერთპარტიული სისტემა გაამყაროთ?“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.
კოპალეიშვილმა გაიხსენა, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მისი შეფასებით, ტრაგიკულია, რომ 36 წლის შემდეგ, სწორედ ამ დღეს, სასამართლოში მრავალპარტიული სისტემის დასაცავად უწევს გამოსვლა.
კოპალეიშვილმა გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი სამართლებრივ არგუმენტებს დაუთმო. მისი განცხადებით, სარჩელი არ შეიცავს საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გაამართლებდა. მან ეჭვქვეშ დააყენა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებითი ღირებულებაც და სასამართლოს მოუწოდა, თითოეული პარტიის საქმე ინდივიდუალურად შეაფასოს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ სასამართლოსგან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.
რას ითხოვს „ქართული ოცნება“
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.
ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და პოლიტიკური კონკურენციის მოსპობაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია"ოცნების" დეპუტატები, არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იმ პარტიის აკრძალვას ითხოვენ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი მათივე ლექტორი იყო
მაია კოპალეიშვილი - არჩილ გორდულაძემ თქვა: მომავალ თაობებს რომ არ დავუტოვოთ საფრთხე, ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალოსო - არჩილ გორდულაძე და თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ?
მაინტერესებს რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება სამართკიანობისთვის ვიბრძვი – მაია კოპალეიშვილი
ციტატები სტატიიდან
„მინდა გითხრათ, რომ ბატონი არჩილ გორდულაძე და ბატონი თორნიკე ჭეიშვილი იყვნენ ჩემი სტუდენტები, როდესაც ისინი სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე მაინტერესებს, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე, მაია კოპალეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება, გარდამავალი პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ვიბრძვი ამ ქვეყანაში სამართლიანობისთვის, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, კანონის უზენაესობისთვის, დემოკრატიის დამკვიდრებისთვის და როგორ უნდა მითხრათ მე თქვენ, რომ მე წარმოვადგენ თურმე საფრთხეს და ჩემი კოლეგები ამ ქვეყნის მომავლისთვის. როგორ დაიცავთ თქვენ დემოკრატიას, როდესაც აუქმებთ მრავალპარტიულობას და გინდათ, რომ ერთპარტიული სისტემა გაამყაროთ?“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…