პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაია კოპალეიშვილი - რთულია მოლოდინი მქონდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ მონაწილეობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებაკოალიცია ცვლილებისთვის

მაია კოპალეიშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვას დაუჭერს მხარს, ის ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში მიიღებს მონაწილეობას. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დემოკრატიას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს პირდაპირ ანგრევს.

მაია კოპალეიშვილი - რთულია მოლოდინი მქონდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ მონაწილეობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში
ინტერპრესნიუსი

რთულია მოლოდინი მქონდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა იცოდეს სასამართლომ, რომ მონაწილეობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში, თუკი ის ხელს შეუწყობს თავისი გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებას“, - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში „დემოკრატიას ანგრევს“, პირდაპირ ეხება ადამიანების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას და უფლებას.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. თქვენ იცით, რომ სპეციალური ნორმებია ჩადებული საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ინტერესების გათვალისწინებით, იმ ხალხის წინააღმდეგ საქმის წარმოებას, რომლებსაც შემდეგ შესაძლოა გაუჩნდეთ ინტერესი, რომ შექმნან პოლიტიკური პარტია და რომლებიც მანამდე იყვნენ აკრძალული პოლიტიკური პარტიის წევრები. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მთლიანად ანგრევს დემოკრატიას და პოლიტიკურ პლურალიზმს ქვეყანაში და ჩვენ შესაძლებლობა აღარ გვექნება მოვისმინოთ განსხვავებული პოლიტიკური აზრი, ეს პირდაპირ ეხება ადამიანების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას და უფლებას. კონსტიტუციურ უფლებას არღვევს. რთულია მოლოდინი მქონდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უნდა იცოდეს სასამართლომ, რომ ის მონაწილეობს ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებაში, თუკი ის ხელს შეუწყობს თავისი გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებას“.- განაცხადა კოპალეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია კოპალეიშვილი - „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის სრული ფესვგადგმა უნდა - მინდა მათ ვუთხრა, რომ შეფუთული მოქმედებებით ვერავის მოატყუებენ იმიტომ, რომ მათი სარჩელი დაუსაბუთებელია და წმინდა პოლიტიკური მიზნები აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები