ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება და სხვა სპორტის სახეობების კლუბებსაც დააფინანსებს

საქართველოს მთავრობა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება, „სპორტის განვითარების ფონდი“ ეწოდება და სხვა სათამაშო სახეობების კლუბებსაც დააფინანსებს. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, ცვლილებები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.

„ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება და სხვა სპორტის სახეობების კლუბებსაც დააფინანსებს
„ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება და სხვა სპორტის სახეობების კლუბებსაც დააფინანსებსBM.GE

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“ სახელი ეცვლება და მას „საქართველოს სპორტის განვითარების ფონდი“ ეწოდება. ორგანიზაცია ფეხბურთის გარდა, სხვა სათამაშო სახეობებში მოასპარეზე კლუბებისა და შესაბამისი პირების დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.

ცვლილება ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა.

ახალი წესით, დასაფინანსებელ სათამაშო სახეობებს საქართველოს სპორტის სამინისტრო განსაზღვრავს, ხოლო კონკრეტულ კლუბებსა და სუბიექტებს ფონდი შეარჩევს, შესაბამისი ეროვნული სპორტული ფედერაციების წარდგინების საფუძველზე.

განკარგულება ასევე ადგენს მუნიციპალური დაფინანსების წესს. კერძოდ, ფონდიდან დაფინანსებული სპორტული კლუბები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ასიგნებებიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ. გამონაკლისი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით წინასწარ განისაზღვრება კლუბის ნაწილობრივი თანადაფინანსების მოდელი.

ცალკე პირობა განისაზღვრა საკალათბურთო კლუბებისთვისაც. დასაფინანსებელი კლუბი რეგისტრირებული და ფუნქციონირებადი უნდა იყოს იმ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის სახელითაც შეჯიბრებაში მონაწილეობს. ეს მოთხოვნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ვრცელდება.

განკარგულებით სრულად იცვლება ფონდის გამგეობის შემადგენლობაც. გამგეობის თავმჯდომარე სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე იქნება, მისი მოადგილე კი მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი.

გამგეობის წევრებად განისაზღვრებიან სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ბაქრაძე, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბოლოთაშვილი და სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ჩარგაზია.

მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები