პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძე

მთავრობის მიერ შექმნილ ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გაფართოებული მანდატის მქონე ახალი ინსტიტუცია, მცირე და საშუალო ბიზნესთან ერთად, მსხვილ პროექტებსაც დააფინანსებს.

ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება - ირაკლი კობახიძე
BM.GE

მთავრობის მიერ დაფუძნებულ ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდიც შეუერთდება. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შექმნილი ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, კორპორაციას უფრო ფართო მანდატი ექნება.

"ეს არის ახალი ინსტიტუცია, რომელიც ყალიბდება. რამდენიმე ძველ ინსტრუმენტს აერთიანებს, მათ შორის არის აწარმოე საქართველოში, საქართველოს განვითარების ფონდი, შეუერთდება აგრეთვე ენერგეტიკის განვითარების ფონდი და გარდა ამისა დაემატება ახალი ინსტრუმენტები, მათ შორის სინდიცირებული სესხების ინსტრუმენტი. მოგეხსენებათ, აწარმოე საქართველოში აფინანსებდა მცირე და საშუალო საწარმოებს, ახალი კორპორაცია დააფინანსებს მსხვილ პროექტებსაც. შესაბამისად, ბევრად უფრო ფართო მანდატი ექნება. ასეთი ინიციატივა კიდევ უფრო მეტად შუწყობს ხელს ეკონომიკური განვითარების ტემპის დაჩქარებას, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (GEDF) სახელმწიფო საწარმოა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. მისი მისია ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის რეალიზაცია და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

10 სტატია
სამთავრობო 9ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება; ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ინსტრუმენტი ყალიბდება
  3. პირველი არხისამთავრობოსაქართველოში ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეიქმნა – „ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“
  4. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე
  5. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა
  6. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც
  7. POSTVსამთავრობოპრემიერი: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს”
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - ვქმნით საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძლიერი ინსტრუმენტი იქნება
  9. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე”
  10. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პროგნოზით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკაში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის მობილიზება მოხდება
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი გაბრიაძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია კონსოლიდაციის და ოპტიმიზაციის საფუძველზე შეიქმნა, სადაც ერთ ინსტიტუციაში თავი მოიყარა ბევრმა გამოცდილებამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები