ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო - SWITCH-ზე საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი ეროვნული პავილიონით - „StartUP in Georgia“

ეკონომიკის სამინისტრო

სინგაპურში გამართულ ტექნოლოგიურ ფორუმზე SWITCH საქართველო პირველად წარდგა საკუთარი ეროვნული პავილიონით „StartUP in Georgia“, რომლის ფარგლებშიც 5 ქართული სტარტაპი მონაწილეობს.

ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო - SWITCH-ზე საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი ეროვნული პავილიონით - „StartUP in Georgia“
ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო - SWITCH-ზე საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი ეროვნული პავილიონით - „StartUP in Georgia“იმედინიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურში, აზიის უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის- სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულის (SWITCH 2026) გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ფორუმი სინგაპურის ვიცე-პრემიერმა, გან კიმ იონგმა გახსნა.

SWITCH-ზე საქართველო წელს პირველად არის წარმოდგენილი საკუთარი ეროვნული პავილიონით - „StartUP in Georgia“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით ფორუმში ქართული სტარტაპები (Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester) მონაწილეობენ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ სტრატეგიული კონტაქტები, შეხვდნენ საერთაშორისო პარტნიორებს და გლობალურ ბაზრებზე გასვლის რეალური გზები დასახონ.

სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

SWITCH 2026-ის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოSWITCH 2026 არის უდიდესი საერთაშორისო პლატფორმა და ნიშანდობლივია, რომ ქართული ეკოსისტემისთვის ეს არის პირველი ნაბიჯები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით - ირაკლი ნადარეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები