ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, 2021-2025 წლებში ქვეყნის მშპ წლიურად საშუალოდ 9,3%-ით გაიზარდა და ექსპორტი გაორმაგდა. მან სინგაპურში ტექნოლოგიურ ფორუმზე SWITCH 2026 საქართველოს ეკონომიკასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილემ გამოსვლისას საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ისაუბრა.
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით იზრდებოდა. 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 9,3%-ით გაიზარდა. ჩვენი ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო იმავე პერიოდში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ წლიურად ქვეყნის მშპ-ს 6,3%-ს შეადგენდა. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები ფართო რეგიონში და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის 6%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. რა თქმა უნდა, ეს ძლიერი ეკონომიკური მაჩვენებელი არ არის შემთხვევითი, არამედ საქართველოს მთავრობის მზაობას ასახავს, ააშენოს ღია, კონკურენტუნარიანი, ბიზნესისთვის მიმზიდველი და ბიზნესზე ორიენტირებული ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში - ინვესტიციების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის, ვაჭრობის გაფართოებისა და ადამიანურ კაპიტალში ინვესტირების გზით”, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა შუა დერეფანში საქართველოს როლზე.
“ბოლო წლებში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მკვეთრად გაზარდა ამ დერეფნის მნიშვნელობა და მოთხოვნა მასზე, როგორც ალტერნატიულ მარშრუტზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, კერძოდ, ჩინეთსა და ევროპას შორის საქონლისა და მომსახურების ტრანზიტისთვის. საქართველოს მდებარეობა კი ცენტრალურია ამ კარიბჭეებისთვის. როდესაც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ლოგისტიკური და ტრანზიტული როლი ამ რეგიონში“, - განაცხადა დიკუსიაზე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად იყო ჩართული ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებაში.
კვირეულის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე საქართველო წელს პირველად წარდგა ეროვნული პავილიონით „StartUP in Georgia“, რომელმაც ვიზიტორთა დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ღონისძიებაში ქართველი სტარტაპები : Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe, PhytoTester მონაწილეობდნენ. გამოფენამ სტარტაპებს შესაძლებლობა მისცა, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები და შეხვედროდნენ პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებს.
სინგაპურში, SWITCH 2026-ის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეხვედრებში, ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მონაწილეობდა.
სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული 400- ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და ყოველწლიურად 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH 2026-ის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ნადარეიშვილი აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმზე გამოსვლისას: ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაკროეკონომიკური პარამეტრები ფართო რეგიონში და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის 6%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…